ქეთათო ნერგაძე (Lua) & String Chamber orchestra – საქველმოქმედო კონცერტი Leno Records-ში

საქველმოქმედო კონცერტის შედეგად შესული თანხა საგაფიცვო ფონდში გადაირიცხება.
ქეთათო ნერგაძე (Lua) & String Chamber orchestra – საქველმოქმედო კონცერტი Leno Records-ში

5 იანვარს Leno Records-ის სივრცეში საქველმოქმედო სოლო კონცერტი გაიმართება, სადაც კომპოზიტორი და პროდიუსერი ქეთათო ნერგაძე (Lua) თავის საავტორო მუსიკას სიმებიანი კამერული ორკესტრის თანხლებით შეასრულებს.

კონცერტი Leno Records-ში გაიმართება, შემოსული თანხა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში საგაფიცვო ფონდში გადაირიცხება. ფონდი აქციების პერიოდში გაფიცული მოქალაქეების დასახმარებლად არის შექმნილი.

ქეთათო ნერგაძე (Lua):

“ეს კონცერტი ძაან მნიშვნელოვანია ჩემთვის, დიდი ხანია ვგეგმავ. ბევრ ისეთ სიმღერას ვიმღერებ, რომელიც ჯერ გამოცემული არ მაქვს. სიმებიანი კამერული ორკესტრი და ბენდი კიდევ უფრო გაალამაზებს ამ საღამოს.

საქველმოქმედო იმიტომაა, რომ მიმდინარე აქციებზე ბევრი ისეთი ადამიანი გაიფიცა, რომელთა შემოსავალი გამომუშავებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, შემოსული თანხა საგაფიცვო ფონდში გადაირიცხება.

კიდევ იმას დავამატებ, რომ Leno Records სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება არტისტებს, მათ შორის მეც. ვისაც უნდა, რომ კონცერტი გამართოს, სივრცე ეთმობათ ამისთვის და ძალიან კარგია, რადგან ასეთი აკუსტიკა და გახმოვანება მუსიკოსისთვის დიდი კომფორტია.”

საქველმოქმედო კონცერტში ქეთათო ნერგაძის გარდა მონაწილეობას იღებენ String Chamber orchestra-ს – სიმებიანი კამერული ორკესტრის მუსიკოსები: დირიჟორი – ვახტანგ ერქომაიშვილი, I ვიოლინო – ნინო შამუგია, ნიკა ბარათელი, ბიძინა ფოჩხუა, მაგდა ცინცაძე, ll ვიოლინო – ანუკი ჯაჯანიძე, სესილი სანებლიძე, მარიამ მიმინოშვილი, ვიოლა – მარიამ ჩიკვაიძე, ხათუნა ჩიკვაიძე, ჩელო – მირიან კვალიაშვილი, დავით ჯიმშელეიშვილი, კონტრაბასი – იაკო კვალიაშვილი, ბას გიტარა – ლუკა ქიტიაშვილი და დრამი – ვალო ყარალაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქეთათომ 22 დეკემბერს სიმღერა Happy Kids-ის აკუსტიკური ვერსია გამოუშვა, რომელიც სიმბოლურად ქვეყანაში არსებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებს  ეძღვნება:

კონცერტის ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსეს შობის Halftime Show-ს კულისები: დედოფალი დღესასწაულზე სახლშია

შემდეგი სტატია

ემინემი დარწმუნებულია, რომ კენდრიკ ლამარი გრემის დაჯილდოებაზე ყველა ნომინაციაში გაიმარჯვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

„არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. თვითონაც იციან, რომ არ აქვთ,” – განუცხადა დეივისმა ABC News-ს.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი