პერის ჰილტონის მალიბუში მდებარე სახლი კალიფორნიაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა

„დავიცვათ ერთმანეთი და იმედი ვიქონიოთ, რომ ხანძრები მალე კონტროლს დაექვემდებარება. ჩაეხუტეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. არასდროს ვიცით, ყველაფერი როდის შეიცვლება,” – ვკითხულობთ პერის ჰილტონის პოსტში.
პერის ჰილტონი 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე.
Matt Winkelmeyer/Getty Images for The Recording Academy

სამხრეთ კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს კვლავაც ებრძვიან. ბუნებრივი კატასტროფის დამანგრეველი შედეგების შესახებ მუდმივად ვრცელდება სიახლეები, რასაც მრავალი ცნობილი ადამიანი ეხმიანება. ხანძრის დროს ლოს-ანჯელესში მდებარე უამრავი კერძო საკუთრება განადგურდა, რომელთაგან არაერთი ცნობილ პერსონებს ეკუთვნოდა. მათ შორის არის პერის ჰილტონი. 

ჰილტონმა სოციალურ ქსელებში გამომწერებს აუწყა, რომ ხანძრის დროს მისი სახლის განადგურების შესახებ ახალი ამბების ეთერიდან შეიტყო. 

„ოჯახთან ერთად ახალ ამბებს ვუყურებდი და პირდაპირ ეთერში ვხედავდი, როგორ იწვოდა ჩვენი სახლი მალიბუში. ეს ისეთი რამ არის, რაც არავინ უნდა გამოცადოს,” – წერს ვარსკვლავი. როგორც პერის ჰილტონი პოსტში წერს, ამსახლთან მრავალი ძვირფასი მოგონება აკავშირებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაკარგი დამთრგუნველია, მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი და შინაური ცხოველები უსაფრთხოდ არიან. გულით ვლოცულობ ყველა იმ ოჯახისათვის, რომელიც ამ ხანძრებით დაზარალდა. ვლოცულობ ყველასთვის, ვინც სახლები, მოგონებები და საყვარელი შინაური ცხოველები დაკარგა. გული მტკივა მათზე, ვინც კვლავ საფრთხეშია ან უფრო დიდ დანაკარგებს გლოვობს. იმის ცოდნა, რომ ბევრი ადამიანი დღეს სახლის გარეშე დარჩა, მტკივნეულია.“

ჰილტონის თქმით, მისი სოციალური მედიის სააგენტოს, 11:11 Media Impact-ის გუნდი და კომპანიის საქველმოქმედო განყოფილება  უკავშირდება არაკომერციულ ორგანიზაციებს, რათა  ხანძრით დაზარალებული  ადამიანების დახმარების გზები მოძებნოს. 

ჰილტონი შეუერთდა ისეთ ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან არიანა გრანდე, ბილი აილიში, The Weeknd და სხვები, რომლებმაც რესურსები გამოყვეს და ინფორმაცია გააზიარეს ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად. „ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად შევთავაზოთ დახმარება და შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი, რათა გვერდში დავუდგეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება,” – ავრცელებს მიმართვას პერის ჰილტონი. 

„მეხანძრეებო და პირველ რეაგირების ჯგუფებო, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვიცავთ – თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მადლიერი ვარ თქვენი სიმამაცისთვის, ერთგულებისა და წარმოუდგენელი მსხვერპლისთვის, რასაც სხვების სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლაში იღებთ. მადლობას გეუბნებით მთელი გულით,” – წერს პერის ჰილტონი. 

ჰილტონმა ასევე მოუწოდა ხანძრის ზონაში მყოფ ადამიანებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები  და დაემორჩილონ ევაკუაციის მითითებებს საჭიროების შემთხვევაში.

„დავიცვათ ერთმანეთი და იმედი ვიქონიოთ, რომ ხანძრები მალე კონტროლს დაექვემდებარება. ჩაეხუტეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. არასდროს ვიცით, ყველაფერი როდის შეიცვლება,” – ვკითხულობთ პერის ჰილტონის პოსტში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შერი და სონი ბონო 1970 წელი. ფოტო: მარტინ მილსი

შერი ჯიმი კიმელის შოუში სონი ბონოზე ღიად საუბრობს

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე „ოქროს გლობუსის” ნომინაციების გამოცხადების დროს, ბევერლი ჰილზი 2024 წლის 17 დეკემბერი. ფოტო კევინ უინტერი

არიანა გრანდეს თქმით, ოდრი ჰეპბერნის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი იდეალური უნდა იყოს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

უესტი რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან ასევე ღიად გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ჰიტლერისადმი. YE-მ პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
მეტი

კრიტიკოსები: კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში „ყველაზე ჰიპ-ჰოპ შოუ იყო”

შოუს ფინალურ ნაწილში დადგა ის მომენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდა – კენდრიკ ლამარმა Not Like Us შეასრულა.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

2025 წლის Super Bowl-ის მიმდინარეობისას კანიე უესტმა Yeezy-ის უცნაური სარეკლამო რგოლი წარადგინა

ამ ვიდეოს პრემიერას წინ უძღოდა Ye-ს არაერთი ანტისემიტური, ჰომოფობიური და ე.წ. სიძულვილის ენით გაჯერებული განცხადება, რომელიც არტისტმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
მეტი