Ye და Ty Dolla $ign ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ახალ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებენ

სანამ მსმენელი კანიე უესტის სოლო ალბომის, Bully-ს გამოსვლას ელოდება, არტისტი Vultures 2-ის პრომო კამპანიას აგრძელებს.
Ye & Ty Dolla $ign
Scott Dudelson/Getty Images

მსმენელი კვლავაც ელოდება კანიე  უესტის დაანონსებული სოლო ალბომის, Bully-ს გამოსვლას. იქამდე კი უესტი, რომელიც ამჟამად ცნობილია სასცენო სახლით – Ye, კვლავაც აგრძელებს პრომო კამპანიას Ty Dolla $ign-თან ერთად ჩაწერილი ალბომისთვის – Vultures 2. არტისტებმა 8 იანვარს გაავრცელეს ახალი მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია ტრეკზე, სახელწოდებით  530.

შავ-თეთრი აბსტრაქტული კლიპი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. სიუჟეტი დამაინტრიგებელია. მასში გადმოცემულია შინაარსი იმაზე, თუ როგორ მიმართავენ ქალები კოსმეტიკურ ცვლილებებს, რათა სილამაზის სტანდარტები დააკმაყოფილონ. არტისტებმა ამ შინაარსის გადმოსაცემად კლიპში მარიონეტები გამოიყენეს.

530 მრავალმხრივ შინაარსს შეიცავს, რომელშიც Ye (კანიე უესტი) რთულ ურთიერთობებზე საუბრობს. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ ზოგიერთი ასპექტი კიმ კარდაშიანთან განქორწინებასაც უკავშირდება.  

530 ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკია Vultures 2-დან. ალბომმა აგვისტოში Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. სიმღერა Hot R&B/Hip-Hop Songs-ის ჩარტში კი 37-ე ადგილზე მოხვდა.

2025 წელი კანიე უესტისათვის, სავარაუდოდ, დატვირთული წელი იქნება. სოციალურ მედიაში დაბრუნების შემდეგ, ის შეიძლება კვლავ დაანონსებული ალბომის მარკეტინგულ კამპანიაზე გადაერთოს. 2021 წლის Donda-ს შემდეგ, ეს უესტის პირველი სოლო ალბომი იქნება. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ალბომის გარეკანი უკვე გავრცელდა.  

იხილეთ 530-ის მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The White Stripes ალბომ Get Behind Me Satan-ის ოცი წლის იუბილეს ახალი გამოცემით აღნიშნავს

შემდეგი სტატია

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი