სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.

რეგიონში პირველად, სასტუმრო „ტელეგრაფის” ბოლო სართულზე Rolling Stone-ის ლეგენდარული ბრენდის კლუბი და ღონისძიებათა სივრცე გაიხსნება. „ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს. სასტუმრო „სილქ დეველოპმენტის“ მიერ შეიქმნა და მას „სილქ ჰოსფითალითის“ მართავს.  „ტელეგრაფი”, ისევე, როგორც Rolling Stone-ის სივრცე, განკუთვნილია ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის, რომელთაც განსხვავებული გამოცდილების მიღება სურთ.

„სილქ ჰოსფითალითის” თქმით, სასტუმრო რეგიონის უნიკალურ მიზიდულობის წერტილად იქცევა, Rolling Stone-ის სივრცე კი ქალაქში გართობისა და დასვენების ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იქნება. 

მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული დიზაინის სტუდიის, Neri&Hu-ს მიერ დაპროექტებული სასტუმრო „ტელეგრაფის” მიზანია თბილისის ცენტრში მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება, რაც უნაკლო სერვისში, უნიკალურ იდენტობასა და სტუმარ-მასპინძლობის უმაღლეს ხარისხში გამოიხატება.  

ლეგენდარული Rolling Stone-ის ბრენდის „ტელეგრაფში” შემოსვლა სრულ თანხვედრაშია “სილქ როუდ ჯგუფის” ხედვასთან. 50-წლიანი ისტორიით Rolling Stone ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავლენიანი მედიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიონზე მეტ მკითხველს მუსიკალური კულტურის ყველა ასპექტზე სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის. ბრენდი დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება „ტელეგრაფის” სტუმრებსაც, რაც მოიცავს ექსკლუზიურ წვდომას გასართობ და საინფორმაციო კონტენტზე. სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული მუსიკალური სივრცე კი სტუმრებს მუსიკის ისტორიაში ამოგზაურებს და ლეგენდარული მუსიკოსების ისტორიებს გააცნობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ye და Ty Dolla $ign ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ახალ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებენ

შემდეგი სტატია

თიკუ კობიაშვილის ფილმი - „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“

ქართველი რეჟისორის, თიკუ კობიაშვილის ფილმის პრემიერა Berlinale Forum-ის სპეციალურ პროგრამაში შედგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი