Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo
The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

ლოს-ანჯელესში გამანადგურებელი ხანძარი გრძელდება, რის გამოც Warner Music Group-ისა და Blavatnik Family Foundation-ის სოციალური სამართლიანობის ფონდმა დაზარალებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა და დახმარება შესთავაზა.

კვირას, 12 იანვარს, Warner Music Group/Blavatnik Family Foundation-ის სოციალური სამართლიანობის ფონდმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრებისგან გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და რეგიონის აღდგენისთვის  მილიონ დოლარს გაიღებს. თანხები ამ საკითხზე მომუშავე ლოს-ანჯელესში არსებულ ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკალური ინდუსტრიის იმ წარმომადგენლებს გადაეცემათ, რომლებიც  კატასტროფის შედეგად დაზარალდნენ.

პრესრელიზის მიხედვით, მხარდაჭერის მიმღებთა შორის არიან: California Community Foundation, ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ფონდი, პროექტი HOPE, MusiCares და სხვები.

გარდა ამისა, Warner Music Group თავისი თანამშრომლების უსაფრთხოებასაც პრიორიტეტად მიიჩნევს. მათთვის, ვისაც ხანძრის გამო სახლების დატოვება მოუწია, კომპანია გადაუდებელი საცხოვრებელი პირობებითა და კვებითი ხარჯებით დახმარებას უზრუნველყოფს. WMG ასევე აქტიურად რიცხავს თანხას შემოწირულობის სახით სხვადასხვა ფონდში და მოხალისეობრივ ინიციატივებშიც ერთვება. 

„ტყის ხანძრებით გამოწვეული ნგრევა და სიცოცხლის დაკარგვა წარმოუდგენელი ამბავია. ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩვენ  იმ ადამიანებს ვეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება მხარდაჭერა.” – აღნიშნა გავრცელებულ განცხადებაში ბლავატნიკმა, Blavatnik Family Foundation-ის ხელმძღვანელმა.

„ჩვენ ვუერთდებით ძალისხმევას, რათა  ერთად დავეხმაროთ ლოს-ანჯელესის საზოგადოებას და მეხანძრეებს ამ მამაც ბრძოლაში მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.  ლოს-ანჯელესი  მიზანდასახულობის, ერთსულოვნებისა და კრეატიულობის ადგილია, მისი ისტორია მჭიდროდ  არის დაკავშირებული ჩვენს ისტორიასთან. ჩვენ მტკიცედ ვაპირებთ ამ გამორჩეული ქალაქის მოსახლეობის გვერდში დგომას.“ – აღნიშნა WMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ კინკლმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიორკის თქმით, ბოლო პერიოდის ტურნეების განრიგი რეალური ცხოვრების საშუალებას აძლევს

შემდეგი სტატია

DIACI - კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._

პლატფორმა DIACI ქართველი ქალი მუსიკოსების და პროდიუსერების კომპილაციურ ალბომს „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ უშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

საქართველოში არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები რეპრესიების წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოლიდარობის მსვლელობას მართავენ

რეპრესიების წინააღმდეგ მიმართული სოლიდარობის მარში დღეს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
მეტი

„წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო ჯგუფი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 12 დეკემბერს არ გავმართავთ ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას!” - ნათქვამია „წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში
მეტი