პლატფორმა DIACI ქართველი ქალი მუსიკოსების და პროდიუსერების კომპილაციურ ალბომს „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ უშვებს

ახალი ალბომი Bandcamp-ზეა განთავსებული და გაყიდვებიდან შემოსული თანხა ქვეყანაში არსებული პროსტესტის საჭიროებებს მოხმარდება – აღნიშნულია განცხადებაში
DIACI - კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._
DIACI – კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._

DIACI მუსიკალურ ინდუსტრიაში პოდკასტების საშუალებით ქალ არტისტთა გარშემო მიმდინარე პროცესებს  იკვლევს და აღწერს. 13 იანვარს  პლატფორმის სოციალურ ქსელში კომპილაციური ალბომის – „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.  ალბომი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს ეხმიანება, სადაც  31 ქართველი ქალი არტისტია გაერთიანებული.

„ბილბორდ საქართველო“ სრულად გთავაზობთ DIACI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას:

„არასამართლიანი არჩევნების შემდეგ არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ფართო მასშტაბიანი სამოქალაქო წინააღმდეგობა მოყვა. საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის საშუალებით მოქალაქეების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს მიმართავს. აქტიურად ცდილობს კრიტიკული აზრის ჩახშობას, მიტაცებული აქვს მედია, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც პროპაგანდის მთავარი მაწარმოებელია; დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება.

28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულ 400-ზე მეტ ადამიანს, ასევე მედიის წარმომადგენლებს, აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. ადგილი ჰქონდა ძალოვნების მხრიდან წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, არა მხოლოდ დაკავებისას, არამედ გადასაყვან მანქანებსა და განყოფილებებშიც. დაკავებულ ქალებს გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მრავლობითი დაზიანებების გამო დაკავებულთა უმრავლესობის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ძალის გადამეტების და უსამართლო ქმედებების გამო დღემდე არავინ დასჯილა – პირიქით, სისტემა ახალისებს მოძალადეებს!

ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და დაუსჯელობის სინდრომს. სამართლიანობა და თავისუფლება ჩვენი უფლებაა. ჩვენი სოლიდარობა და შეუპოვრობა იქნება ცვლილებების მთავარი ძალა. თავისუფლება უსამართლოდ დაკავებულ რეჟიმის პატიმრებს. სოლიდარობა თანამებრძოლებს. პასუხისგება ყველა მოძალადეს. ძალა ხალხშია.

ალბომის გაყიდვიდან Bandcamp-ზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება პროტესტის საჭიროებებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომპილაციური ალბომში „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ მონაწილე არტისტები არიან:

Aine Merme – Forehead [Mother Sun]

Ani Zakareishvili -Resist

Anka Odishelidze – kvela gadis shens meti

Anman, Anuka Kipshidze – Vanilla

Anna Jordania – Dge da Game

Anuka Kipshidze -Mona

Deena – Needy

EKNR – Vote

Eleon – Mshobliuro Miwav

Gabiskiriamalia – ACAB

Keren Batok (LESHI)- Vetting Before Revolt

Kesa Lumina – Barrier Breaker

Ketrevani – უშრეტი და უქრობელი

Kiosk Ensemble- Slumber

Lua – Fuck

Masho Goes – Matriarchal propaganda

Meme – Read me WRONG

Nana.ios – Unknown

Nino Dava- Choros

NixNoies – Lurji Dana

Nuka Gabunia – Golden Hour

Purple Flame – U Cant Jail Revolution

Snail – Shavleგოგო

Sophie Villy – Flow

sTia – Muted by Defaults

Tamo Nasidze – Doll

Tina – Data Incoming

Tindra – საჭე

YADA – Attack

Kiosk Ensemble – კომპოზიტორი, ვოკალი – Natalie Beridze; ფორტეპიანო – Tamro Kordzaia;  Keyboard –  Russudan Meipariani; ჩანაწერი და მიქსინგი:  Marcel Babazadeh,  Atelier Klang und Raum. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

შემდეგი სტატია

კანიე უესტი ალბომ Vultures 1-ის კონცერტის დროს, 2024 წლის 14 მარტი Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტი ალბომ Bully-ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი