ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.

მიუხედავად ლოს-ანჯელესში გაჩენილი დამანგრეველი ხანძრებისა, 2025 წლის გრემის ცერემონია კვლავაც 2 თებერვალს არის დაგეგმილი. დაჯილდოვების საღამო Crypto.com Arena-ზე გაიმართება. სწორედ ხანძრის გამო არსებობდა ეჭვი, ჩატარდებოდა თუ არა შოუ დაგეგმილი ფორმით, ამიტომ 13 იანვარს ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითა, რომ დაჯილდოების დაანონსებული თარიღი არ იცვლება. გრემის კვირეულის სხვა ღონისძიებების ჩატარების დრო და ფორმატი, როგორიცაა MusiCares-ის წლის ადამიანის დაჯილდოება და ხმისჩამწერი აკადემიის სპეციალური ჯილდოები, ამ ეტაპზე გაურკვეველია.

ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისა და MusiCares-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰარვი მეისონ უმცროსმა და აკადემიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ტამი ჰარტმა ერთობლივ განცხადებაში ისაუბრეს იმ ზარზე, რაც პირველი ხანძრების გაჩენის შემდეგ გაისმა. „ჩვენი გულები არის ყველა იმ ადამიანთან, ვინც ლოს-ანჯელესში გამანადგურებელი ხანძრების შედეგად დაზარალდა. ეს ქალაქი ჩვენი სახლია. ვგლოვობთ თითოეულ დაკარგულ სიცოცხლეს და იმ დამანგრეველ შედეგებს, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

„ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვითა და ტერიტორიული რესურსების გონივრული გამოყენებით, 67-ე გრემის დაჯილდოების ცერემონია CBS-ზე 2 თებერვალს, დაგეგმილი ფორმით გაიმართება.” მეისონის და ჰარტის განცხადებით, წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: დამატებითი თანხების შეგროვებას ხანძრების დასაძლევად და პირველადი დახმარების სამსახურის იმ მამაცი  თანამშრომლების პატივისცემას, რომლებიც სხვის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რთულ დროს მუსიკას აქვს უნარი, განკურნოს, დაამშვიდოს და გააერთიანოს ადამიანები. „გრემის დაჯილდოება არა მხოლოდ ჩვენი მუსიკალური საზოგადოების ხელოვნებასა და მიღწევებს მიაგებს პატივს, არამედ პლატფორმასაც წარმოადგენს, რომელიც ამ დიდი ქალაქის – ლოს-ანჯელესის გამძლეობასა და სულისკვეთებას გამოხატავს.“

შოუს წარმოებას უკვე მეხუთედ Fulwell 73 Productions ხელმძღვანელობს. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ბენ უინსტონი, რაჯ კაპური და ჯესი კოლინსი. შოუ პირდაპირ ეთერში CBS-ზე გადაიცემა. 

გრემის დამატებითი ღონისძიება, Milk & Honey-ის წვეულება, რომელიც 12 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა. ამერიკის ხმის ჩამწერმა  აკადემიამ და MusiCares-მა გასულ კვირას ლოს-ანჯელესის ხანძრების შედეგად დაზარალებულთა დახმარების კამპანია წამოიწყეს და საწყის ეტაპზე  ფონდში ერთი მილიონი დოლარი გადარიცხეს, რათა მხარი დაუჭირონ მუსიკალური ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებსა და პროფესიონალებს. როგორც ხმის ჩამწერი აკადემიის წარმომადგენლები იუწყებიან, ამ კამპანიის შედეგად დამატებით უკვე $2 მილიონზე მეტი გადაირიცხა დახმარების ფონდებში. „ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ დახმარების გაწევა,“ – აღნიშნეს მეისონმა და ჰარტმა განცხადებაში.

ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მესამე შემთხვევაა, როდესაც გრემის ცერემონიაზე სხვადასხვა გარე ფაქტორმა იმოქმედა. 2021 და 2022 წლების შოუები COVID-19 პანდემიის გამო გადავადდა. 2021 წელს შოუ 31 იანვრის მაგივრად 14 მარტს ჩატარდა. 2022 წლის ცერემონია კი 31 იანვრის მაგივრად 3 აპრილს გაიმართა და მისი ადგილმდებარეობაც შეიცვალა. ცერემონია ლას-ვეგასის MGM Grand Garden Arena-ზე ჩატარდა. 

ამერიკის ხმის ჩამწერ აკადემიას ჯერ არ განუცხადებია, ვინ იქნება წლევანდელი გრემის ცერემონიის წამყვანი. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ინფორმაცია გასულ კვირას გასაჯაროვდებოდა, მაგრამ ეს გეგმაც მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შეიცვალა. სავარაუდოდ,  წამყვანის ვინაობას საზოგადოება მალე გაიგებს. 

67-ე გრემის დაჯილდოების ნომინაციების ლიდერი ბიონსეა. ის 11 კატეგორიაშია წარდგენილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Metallica - 2024 წლის 20 მარტი, ვაშინგტონი. ფოტო: ტეილორ ჰილი

Metallica-მ ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დასახმარებლად 500,000 დოლარი გამოყო

შემდეგი სტატია

Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში Guns N’ Roses-ის კონცერტი გაიმართება

Starring Georgia-ს 2025 წლის მუსიკალურ სეზონს ლეგენდარული Guns N’ Roses გახსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი