ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.

მიუხედავად ლოს-ანჯელესში გაჩენილი დამანგრეველი ხანძრებისა, 2025 წლის გრემის ცერემონია კვლავაც 2 თებერვალს არის დაგეგმილი. დაჯილდოვების საღამო Crypto.com Arena-ზე გაიმართება. სწორედ ხანძრის გამო არსებობდა ეჭვი, ჩატარდებოდა თუ არა შოუ დაგეგმილი ფორმით, ამიტომ 13 იანვარს ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითა, რომ დაჯილდოების დაანონსებული თარიღი არ იცვლება. გრემის კვირეულის სხვა ღონისძიებების ჩატარების დრო და ფორმატი, როგორიცაა MusiCares-ის წლის ადამიანის დაჯილდოება და ხმისჩამწერი აკადემიის სპეციალური ჯილდოები, ამ ეტაპზე გაურკვეველია.

ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისა და MusiCares-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰარვი მეისონ უმცროსმა და აკადემიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ტამი ჰარტმა ერთობლივ განცხადებაში ისაუბრეს იმ ზარზე, რაც პირველი ხანძრების გაჩენის შემდეგ გაისმა. „ჩვენი გულები არის ყველა იმ ადამიანთან, ვინც ლოს-ანჯელესში გამანადგურებელი ხანძრების შედეგად დაზარალდა. ეს ქალაქი ჩვენი სახლია. ვგლოვობთ თითოეულ დაკარგულ სიცოცხლეს და იმ დამანგრეველ შედეგებს, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

„ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვითა და ტერიტორიული რესურსების გონივრული გამოყენებით, 67-ე გრემის დაჯილდოების ცერემონია CBS-ზე 2 თებერვალს, დაგეგმილი ფორმით გაიმართება.” მეისონის და ჰარტის განცხადებით, წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: დამატებითი თანხების შეგროვებას ხანძრების დასაძლევად და პირველადი დახმარების სამსახურის იმ მამაცი  თანამშრომლების პატივისცემას, რომლებიც სხვის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რთულ დროს მუსიკას აქვს უნარი, განკურნოს, დაამშვიდოს და გააერთიანოს ადამიანები. „გრემის დაჯილდოება არა მხოლოდ ჩვენი მუსიკალური საზოგადოების ხელოვნებასა და მიღწევებს მიაგებს პატივს, არამედ პლატფორმასაც წარმოადგენს, რომელიც ამ დიდი ქალაქის – ლოს-ანჯელესის გამძლეობასა და სულისკვეთებას გამოხატავს.“

შოუს წარმოებას უკვე მეხუთედ Fulwell 73 Productions ხელმძღვანელობს. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ბენ უინსტონი, რაჯ კაპური და ჯესი კოლინსი. შოუ პირდაპირ ეთერში CBS-ზე გადაიცემა. 

გრემის დამატებითი ღონისძიება, Milk & Honey-ის წვეულება, რომელიც 12 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა. ამერიკის ხმის ჩამწერმა  აკადემიამ და MusiCares-მა გასულ კვირას ლოს-ანჯელესის ხანძრების შედეგად დაზარალებულთა დახმარების კამპანია წამოიწყეს და საწყის ეტაპზე  ფონდში ერთი მილიონი დოლარი გადარიცხეს, რათა მხარი დაუჭირონ მუსიკალური ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებსა და პროფესიონალებს. როგორც ხმის ჩამწერი აკადემიის წარმომადგენლები იუწყებიან, ამ კამპანიის შედეგად დამატებით უკვე $2 მილიონზე მეტი გადაირიცხა დახმარების ფონდებში. „ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ დახმარების გაწევა,“ – აღნიშნეს მეისონმა და ჰარტმა განცხადებაში.

ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მესამე შემთხვევაა, როდესაც გრემის ცერემონიაზე სხვადასხვა გარე ფაქტორმა იმოქმედა. 2021 და 2022 წლების შოუები COVID-19 პანდემიის გამო გადავადდა. 2021 წელს შოუ 31 იანვრის მაგივრად 14 მარტს ჩატარდა. 2022 წლის ცერემონია კი 31 იანვრის მაგივრად 3 აპრილს გაიმართა და მისი ადგილმდებარეობაც შეიცვალა. ცერემონია ლას-ვეგასის MGM Grand Garden Arena-ზე ჩატარდა. 

ამერიკის ხმის ჩამწერ აკადემიას ჯერ არ განუცხადებია, ვინ იქნება წლევანდელი გრემის ცერემონიის წამყვანი. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ინფორმაცია გასულ კვირას გასაჯაროვდებოდა, მაგრამ ეს გეგმაც მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შეიცვალა. სავარაუდოდ,  წამყვანის ვინაობას საზოგადოება მალე გაიგებს. 

67-ე გრემის დაჯილდოების ნომინაციების ლიდერი ბიონსეა. ის 11 კატეგორიაშია წარდგენილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Metallica - 2024 წლის 20 მარტი, ვაშინგტონი. ფოტო: ტეილორ ჰილი

Metallica-მ ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დასახმარებლად 500,000 დოლარი გამოყო

შემდეგი სტატია

Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში Guns N’ Roses-ის კონცერტი გაიმართება

Starring Georgia-ს 2025 წლის მუსიკალურ სეზონს,  ლეგენდარული Guns N’ Roses გახსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი
DIACI - კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._

პლატფორმა DIACI ქართველი ქალი მუსიკოსების და პროდიუსერების კომპილაციურ ალბომს „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ უშვებს

ახალი ალბომი Bandcamp-ზეა განთავსებული და გაყიდვებიდან შემოსული თანხა ქვეყანაში არსებული პროსტესტის საჭიროებებს მოხმარდება - აღნიშნულია განცხადებაში
მეტი

ბიორკის თქმით, ბოლო პერიოდის ტურნეების განრიგი რეალური ცხოვრების საშუალებას აძლევს

ისლანდიელი მუსიკოსი ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად მართავდა ტურნეებს, მაგრამ 2011 წლის ალბომის, Biophilia-ს გამოსვლის შემდეგ, მიდგომა შეცვალა.
მეტი

Ye-მ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი Vultures-ის ფილმის პირველი ტრეილერი წარადგინა

ტრეილერში ვხედავთ Ye-სა და Ty Dolla $ign-ის პერსონაჟებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ინტერპრეტაციით შექმნილი ვერსიებია.
მეტი

Ye და Ty Dolla $ign ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ახალ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებენ

სანამ მსმენელი კანიე უესტის სოლო ალბომის, Bully-ს გამოსვლას ელოდება, არტისტი Vultures 2-ის პრომო კამპანიას აგრძელებს.
მეტი

The White Stripes ალბომ Get Behind Me Satan-ის ოცი წლის იუბილეს ახალი გამოცემით აღნიშნავს

„ოცი წელი გავიდა და ალბომი მაინც გამოირჩევა თავისი ცოცხალი და მარადიული ჟღერადობით,” - ვკითხულობთ ჯეკ უაიტის Third Man Records-ის განცხადებაში.
მეტი