wayward.atom-ის (ნიკა გოგიაშვილი) და მაგდა ივანიშვილის სიმღერა და მუსიკალური კლიპი სახელწოდებით  Love is like Reversed ADSR

20 იანვარს მუსიკოსებმა პირველი ერთობლივი კოლაბორაცია გამოაქვეყნეს
wayward.atom-ის (ნიკა გოგიაშვილი) და მაგდა ივანიშვილის ახალი სიმღერა Love is like Reversed ADSR
wayward.atom-ის (ნიკა გოგიაშვილი) და მაგდა ივანიშვილის ახალი სიმღერა Love is like Reversed ADSR

ბილბორდ საქართველოს მკითხველმა მუსიკოსი ნიკა გოგიაშვილი მაშინ გაიცნო, როდესაც მან wayward.atom-ის პროექტის ფარგლებში სადებიუტო სოლო ალბომი, True Bypass გამოსცა. მაგდა ივანიშვილს კი მსმენელი მუსიკალური პროექტებიდან იცნობს. მათ შორის გამორჩეული პროექტია The Voice, როდესაც მომღერალმა პირველი ადგილი დაიკავა და მეგაშოუს გამარჯვებული გახდა. 

20 იანვარს wayward.atom-ის (ნიკა გოგიაშვილი) და მაგდა ივანიშვილის პირველი ერთობლივი კოლაბორაცია გამოქვეყნდა, სახელწოდებით  Love is like Reversed ADSR.

wayward.atom- (ნიკა გოგიაშვილი) – მუსიკოსი

„ეს ტრეკი თავიდან ინსტრუმენტალური იყო, ვოკალზე არც მიფიქრია მანამდე. რაღაც მომენტში მაგდა იყო ჩემთან და, რომ მოვასმენინე, გაგიჟდა, გადაირია და ესე შედგა wayward.atom-ის ფარგლებში ჩვენი პირველი კოლაბორაცია.  მე და მაგდა დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია მასთან მუშაობა. ის თავისი საქმის უმაღლესი დონის პროფესიონალია, ამიტომ სასიამოვნო და კომფორტული იყო ის  პროცესი, რაც ერთად გავიარეთ.”

მუსიკალური კლიპის რეჟისორი ეკა დარსაველიძეა.  ნიკას თქმით, რეჟისორის ეს ნამუშევარი მუსიკის ვიზუალიზაციას იდეალურად გადმოსცემს და ჰარმონიულად ერწყმის მუსიკას.

„რაც შეეხება მუსიკალურ ვიდეოს, მასზე იმუშავა ეკა დარსაველიძემ, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ეს არის მეორე მუსიკალური ვიდეო, რომელზეც მასთან ვითანამშრომლე. პრინციპში, მე რა ხედვაც მაქვს მუსიკალური, ვიზუალურ ნაწილში იდეალურად  გადმოსცემს ამ ყველაფერს ეკა, ძალიან ლამაზად ხედავს და პირდაპირ ეკას შევთავაზეთ ამ ტრეკის გაკეთება. მას თავიდანვე ძალიან მოეწონა და მერე კონცეფციაზე ერთად ვმუშაობდით.

პირველი კოლაბორაციაა ჩემი, პირველი ნაშრომია, სადაც არ არის მხოლოდ ინსტრუნმენტალი. ვოკალიც იქნება, ჩემი წინა პროექტი, მთელი ალბომი, ექსპერიმენტებზე იყო აგებული, აქ კი არანჟირებაში ამდენი წლის განმავლობაში რა უნარებიც დამიგროვდა, ყველაფერი გამოვიყენე. მსმენელი, ვისაც აინტერესებს არანჟირების დეტალები, თუ დაუკვირდება, ბევრ სიურპრიზს აღმოაჩენს.“

მაგდა ივანიშვილი – მომღერალი

„მე და ნიკა მუდმივად ვაჩვენებდით ხოლმე ერთმანეთს ჩვენს ნამუშევრებს და, როდესაც ეს ტრეკი მაჩვენა, იმდენად მომეწონა, რომ ვუთხარი, მოდი ვცადოთ, სიმღერის სახე მივცეთ და მელოდია  დავუწეროთ-მეთქი. მუშაობის პროცესში ბევრი რამ შევცვალეთ, გადავწერეთ, გადმოვწერეთ. იმდენად დაემთხვა ჩვენი გემოვნება, ყველაფერზე უმარტივესად ვთანხმდებოდით და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. იმდენად კომფორტული იყო ერთმანეთთან მუშაობა, რომ კოლაბორაციებზე მუშაობაც შევთავაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გამოვუშვებთ შემდეგ სიმღერებსაც.“

მოისმინეთ Wayward Atom & MAGDA – Love Is Like A Reversed ADSR

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

შემდეგი სტატია

18 იანვარს „ეარში” პირველი საქველმოქმედო მუსიკალური საღამო გაიმართა

კარი „ეარში”  – მუსიკოსები მუსიკოსებისთვის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი