კარი „ეარში”  – მუსიკოსები მუსიკოსებისთვის

„ეარი“ – ეს არის კულტურული სივრცე, სადაც ყოველ შაბათს მუსიკოსებისთვის მხარდამჭერი საღამოების სერია იმართება
18 იანვარს „ეარში” პირველი საქველმოქმედო მუსიკალური საღამო გაიმართა
18 იანვარს „ეარში” პირველი საქველმოქმედო მუსიკალური საღამო გაიმართა

18 იანვარს „ეარში” პირველი საქველმოქმედო მუსიკალური საღამო გაიმართა, სახელწოდებით „მუსიკოსები მუსიკოსებისთვის”. ღონისძიების პირველი სტუმარი მუსიკოსი და მწერალი აინე მერმე (ნატუკა ნაცვლიშვილი) იყო. საქველმოქმედო სერიის ძირითადი მიზანი იმ მუსიკოსების დახმარებაა, რომლებიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდნენ. 

აინე მერმე (ნატუკა ნაცვლიშვილი) | ნიკა გაბაძე

აინე მერმე (ნატუკა ნაცვლიშვილი) – მუსიკოსი

„მუსიკალური საღამოების ეს სერია პრინციპში ზუსტად იმ იდეის გაგრძელებაა, რისთვისაც ეს სივრცე შეიქმნა. როგორც ზედა „ეარი“, ანუ წიგნების მაღაზია და კაფე, ისე ქვედა სივრცე „კარი ეარში”, რომელიც ჩანაფიქრში იყო ჯადოსნური პატარა მუსიკალური საღამოების, შეხვედრებისა და კინოჩვენებისთვის. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან რთულ ვითარებაში თვალსაჩინო გახდა, თუ რამდენად გვჭირდება შეკრება, აზრის გაზიარება, თანადგომა, რაღაცების დაგეგმვა და აქტივობა. ხელოვნების ხალხი ასეთ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რგოლია და უნდა ითქვას, რომ ფინანსური სახსრები ქრება ფაქტობრივად მათთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლურად იმ მუსიკოსებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ, შეგვექმნა სივრცე, სადაც შეეძლებათ თვითგამოხატვა.”

ნინო ლომაძე – „ეარის” დამფუძნებელი

„მუსიკოსებისთვის ყველგან ამას ვამბობთ, რომ ეს მათი ჩვეულებრივი სამუშაოა, ეს არის მათი პროფესია, ეს არის მათი საქმე. თუ სხვები მუსიკას აღიქვამენ გასართობ, სარელაქსაციო, საზეიმო განწყობის შესაქმნელ ატრიბუტად, მუსიკოსებისთვის ეს არის საქმე. ამიტომ, მუსიკოსებისთვის, როგორც მხარდაჭერა, ისე წარმოგვიდგენია ამ ციკლის იდეა.” 

„ეარის” საქველმოქმედო კონცერტების პირველი სერია 18 იანვარს გაიმართა, სადაც  მსმენელის წინაშე მუსიკოსი და მწერალი აინე მერმე წარდგა. როგორც „ეარის” დამფუძნებლები ამბობენ, ამ ღონისძიებებს ციკლის სახე მიეცემა და ყოველ შაბათს გაიმართება. მუსიკოსებს კი, ვისაც სურვილი ექნებათ საქველმოქმედო ღონისძიების სერიაში ჩართვის, „ეარის” საშუალებით, შესაძლებლობა ექნებათ, დაგეგმონ კონცერტი.

დამოუკიდებელი, შემოქმედებითი სივრცის „ეარის” ძირითადი მიზანიც  ეს არის, სადაც შემოქმედები პროცესების, ახალი იდეების და აზრის გაზიარების, თანადგომის და თანაგანცდის შეგრძნება, ადამიანს ამ სივრცეში შესვლისთანავე ეუფლება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

wayward.atom-ის (ნიკა გოგიაშვილი) და მაგდა ივანიშვილის ახალი სიმღერა Love is like Reversed ADSR

wayward.atom-ის (ნიკა გოგიაშვილი) და მაგდა ივანიშვილის სიმღერა და მუსიკალური კლიპი სახელწოდებით  Love is like Reversed ADSR

შემდეგი სტატია

ტექნიკური ხარვეზის შემდეგ კერი ანდერვუდმა America the Beautiful-ის ა კაპელა შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი