20 იანვარს ABC News-სთან ინტერვიუს დროს Kid Rock-მა კიდევ ერთხელ გამოხატა ტრამპის მიმართ სიმპათია.
ინაუგურაციის შემდეგ, ჟურნალისტ კაირა ფილიპსთან საუბრისას, Kid Rock-მა განმარტა, რომ ტრამპი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
“ის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია, ვისაც ოდესმე დედამიწაზე ფეხი დაუდგამს. პირდაპირ ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. მგონია, რომ ბევრმა ადამიანმა დაიწყო უკვე იმის დანახვა, რასაც მე დიდი ხანია ვხედავ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და იუმორით სავსე ადამიანი და, რაც მნიშვნელოვანია ის ყოველთვის აკეთებს საქმეს” – თქვა Kid Rock-მა.
Kid Rock-მა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დასრულების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები „თაღლითურ არჩევნებად“ მოიხსენია, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპი საქმეს ყოველთვის საქმიანი მიდგომით აკეთებდა: „ის გვიცავს, ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ამერიკის საქმეები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არც ისე კარგად მიდიოდა. თუმცა მილიონი მიზეზი არსებობს, თუ რატომ მიყვარს ის,“ – ამბობდა Kid Rock.
ABC News-სთან ინტერვიუს დროს Kid Rock-ს ჰკითხეს, თუ რომელი მისი სიმღერა აღწერდა ტრამპს საუკეთესოდ. “ეს არის American Badass, 1,000%-ით, ოთახში შემოსვლისთანავე მისი ნაბიჯები უკვე American Badass-ს ასახავს.”
Kid Rock იყო ერთ-ერთი იმ მრავალ მუსიკოსთაგანი, ვინც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის კვირის ღონისძიებებზე გამოჩნდა. ამ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ ჯეისონ ალდინი, ბილი რეი საირუსი, ლი გრინვუდი, კერი ანდერვუდი, რასკალ ფლატსი და Village People. Kid Rock-ის გამოსვლა 19 იანვარს შედგა.
“მე ვარ ადამიანი, რომელსაც მოგება უყვარს. მე არ ვსაუბრობ ტკბილი ენით, მე იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. ზოგჯერ შეიძლება იდეალურად ვერ ვხედავდე რაღაცებს, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც მიტევების უნარი აქვს. ქრისტიანი ვარ და მიყვარს ეს ქვეყანა. ვიცი, რომ ის ამ ქვეყნისთვის გამარჯვებას ისურვებს. – „გახადე ამერიკა კვლავ ძლიერი“ – წარმოუდგენელია ამ ფრაზას დაუპირისპირდე. – განაცხადა Kid Rock-მა ინტერვიუს დასასრულს.