„ახალი თეატრი” საპროტესტო მანიფესტს აანონსებს

„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ!” – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

„ახალი თეატრი” მანიფესტს აანონსებს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება დღეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა „ახალი თეატრის” შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებთან გააკეთა. მანიფესტს წინ უძღოდა რეჟისორის მოთხოვნა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების საპატიმროდან განთავისუფლებაზე. დოიაშვილმა ხელისუფლებას ვადა 20 იანვრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში თეატრის მხრიდან შესაბამისი რეაგირება დააანონსა. 

„აქ დგომა არ იყო ჩვენი არჩევანი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან. ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი და არა მხოლოდ თეატრი – მთელი ქართული კულტურა და დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც დაგვეხმარა,” – განაცხადა დოიაშვილმა. „კიდევ ერთხელ გეუბნებით: რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ!” 

საგანგებო მიმართვისას რეჟისორმა რეგიონებში გასვლაც დააანონსა და იმედი გამოთქვა, რომ დასს სხვა თეატრებიც შეუერთდებიან.

„ახალი თეატრის” მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მსახიობისა და კიდევ 10 დაკავებულის სასამართლო პროცესი 5 მარტსაა ჩანიშნული (16 იანვრის ნაცვლად). მანამდე კი მოსამართლემ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ენჯელ და აარონ კარტერები

აარონ და ნიკ კარტერების ოჯახის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე ოსკარის ნომინაციაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაშია წარდგენილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) იუნესკოს მიერ 1948 წელს დაფუძნდა. საქართველო კი მას 1996 წელს შეუერთდა.
მეტი
მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი