არიანა გრანდე ოსკარის ნომინაციაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაშია წარდგენილი

ვარსკვლავის თქმით პირველი ოსკარის ნომინაციას ის პატარა არიანას მიუძღვნის

23 იანვარს, 2025 წლის ოსკარის ნომინაციების წარდგენისას, არიანა გრანდე მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ჯონ ჩუს ფილმ Wicked-ში გლინდას როლის შესრულებისთვის დაასახელეს. არიანამ ინსტაგრამზე ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც  Oz-ის ჯადოქრის პერსონაჟ, დოროთი გეილის კოსტიუმშია გამოწყობილი. “ცრემლებთან ერთად, თავაწეული, უზარმაზარ მადლობას ვუხდი ამ წარმოუდგენელი აღიარებისთვის @theacademy-ს.”

„ცრემლებს ვერ ვიკავებ, რაც, ალბათ, არც არის გასაკვირი.  გამაოგნებელი და დიდი პატივია, რომ ამ საოცარ კამპანიაში მეც მოვხვდი და ამ ყველაფერს პატარა არიანასთან ერთად ვიზიარებ, რომელიც ჯუდი გარლანდის Somewhere Over the Rainbow-ს შესრულებას სწავლობდა. ვამაყობ შენით, პატარავ.” – წერს არიანა გრანდე.

გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა  რეჟისორ ჯონ ჩუს ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა ამ შანსისთვის და იმისთვის, რომ  წარმოუდგენლად ბრწყინვალე ლიდერი იყავი“. მან ასევე გამოარჩია ფილმში მონაწილე მსახიობი სინთია ერივო, რომელიც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაშია წარდგენილი. „მე ვამაყობ ჩემი ელფით, ჩემი დით, შენი ბრწყინვალება უსასრულოა, ბაღში ყველა  ყვავილი სწორედ შენ დაიმსახურე. მე შენ უპირობოდ მეყვარები ყოველთვის.“ – აღნიშნავს არიანა გრანდე.

„ჯერ ყველა სათანადო სიტყვა ვერ მოვნახე, ჯერ კიდევ ვცდილობ, სწორად ვისუნთქო. მადლობა, ღმერთო, უდიდესი მადლობა.” – ამბობს დასასრულს არიანა. 

ფილმმა Wicked ოსკარის ნომინირებული ფილმების სიაში 10 ნომინაცია ფილმ The Brutalist-თან ერთად მოიპოვა, ხოლო ფილმი Emilia Pérez 13 ნომინაციაშია წარდგენილი.

არიანა გრანდეს გარდა, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის კატეგორიაში ფილმ A Complete Unknown-ის მსახიობი მონიკა ბარბარო, The Brutalist-ის ფელისიტი ჯონსი, Conclave-ის იზაბელა როსელინი და Emilia Pérez-ის ზოი სალდანია არიან წარდგენილნი. ერივო კი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში  Emilia Pérez-ის კარლა სოფია გასკონს, Anora-ს მაიკი მედისონს, The Substance-ის დემი მურს და I’m Still Here-ის ფერნანდა ტორესს უპირისპირდება.

ნახეთ არიანა გრანდეს ინსტაგრამ პოსტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ახალი თეატრი” საპროტესტო მანიფესტს აანონსებს

შემდეგი სტატია

სელენა გომესი Hollywood Reporter-ის ყოველწლიურ Women in Entertainment Gala-ს ესწრება. 2024 წლის 4 დეკემბერი. ბევერლი ჰილზი, კალიფორნია. ემა მაკინტაირი/WireImage

სელენა გომესი ახალ მუსიკალურ პროექტზე მუშაობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი