ბიონსე და ტეილორ სვიფტი 2025 წლის გრემის დაჯილდოებას დაესწრებიან

CBS-ში გასული პრომო ვიდეოს თანახმად გრემის დაჯილდოებაზე განსაკუთრებულ სტუმრებს უნდა ველოდოთ
ბიონსე და ტეილორ სვიფტი, 2023 წლის 11 ოქტომბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. ჯონ შირერი/Getty Images
ბიონსე და ტეილორ სვიფტი, 2023 წლის 11 ოქტომბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.
ჯონ შირერი/Getty Images

CBS-ის ახალი თიზერ ვიდეო 67-ე გრემის დაჯილდოებას ეძღვნება, სადაც სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ბიონსე და ტეილორ სვიფტი წარდგებიან. სარეკლამო ვიდეორგოლში სხვა არტისტებიც არიან დასახელებულები, მათ შორის: ბენსონ ბუნი, ბილი აილიში, ჩაპელ როანი, ჩარლი XCX და საბრინა კარპენტერი.

ბიონსე 67-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოების ნომინაციებში თერთმეტი ნომინაციით ლიდერობს, ხოლო ტეილორ სვიფტს ექვსი ნომინაცია აქვს.  ორი მეგავარსკვლავი ერთმანეთს  წლის ალბომის, ჩანაწერის და სიმღერის კატეგორიებში ეჯიბრებიან. აღსანიშნავია, რომ წლის ალბომის კატეგორიაში ბიონსეს ოთხი წაგების შემდეგ გამარჯვების შანსი მიეცა. რაც შეეხება ტეილორ სვიფტს, ის ამ კატეგორიაში, რეკორდული მეხუთე გამარჯვებისთვის იბრძვის.

ბიონსემ გრემიზე უკანასკნელად 2017 წელს იმღერა, როდესაც მისი ცნობილი ალბომიდან Lemonade სიმღერები Love Drought და Sandcastles შეასრულა. ტეილორ სვიფტი კი ბოლოს გრემის დაჯილდოებაზე  2021 წელს, სიმღერებით Cardigan და August წარდგა. 

გრემის დაჯილდოების სხვა შემსრულებლები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. 

შოუ ლოს-ანჯელესში, Crypto.com Arena-ზე გაიმართება და მას  ტრევორ ნოი უმასპინძლებს. პირდაპირი ტრანსლაცია CBS-ზე, კვირას, 2 თებერვალს დაიწყება, სტრიმინგი კი Paramount+-ზეა დაგეგმილი.

როგორც გასულ კვირას გამოცხადდა, წლევანდელი გრემის ტრანსლაციას  განსაკუთრებული მიზანი ექნება, რაც ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარების ფონდში დამატებითი თანხების მოზიდვას გულისხმობს. 

67-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოების აღმასრულებელი პროდიუსერები ბენ უინსტონი, რაჯ კაპური და ჯესი კოლინსი არიან.

დაჯილდოების ტრანსლაციამდე გრემის პრემიის ცერემონია პირდაპირ ეთერში Peacock Theater-ზე გავა, სტრიმინგის სახით კი გრემის ვებსაიტზე იქნება ხელმისაწვდომი.

იხილეთ თიზერ ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა X-ზე განათავსა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MAYHEM – ლედი გაგამ ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი დააანონსა

შემდეგი სტატია

სელენა გომესი ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო შეზღუდვას ცრემლებით ეხმაურება: „ჩემი ხალხი თავდასხმის ქვეშაა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი
კონან ო’ბრაიენი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, Dolby Theatre-ის სცენაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი, კალიფორნია. კევინ უინთერი/Getty Images

კონან ო’ბრაიენმა ოსკარებზე Drake-ის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების შესახებ იხუმრა

ამ ციტატის შემდეგ ოსკარების წამყვანმა დაამატა: „არ ინერვიულოთ, ჩემი ადვოკატები ამისთვის მზად არიან!“
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი