მადონა: „მთავრობა ანგრევს ყველა იმ თავისუფლებას, რისთვისაც ვიბრძოდით”

არტისტმა ტრამპის ადმინისტრაცია ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.
მადონა The Celebration Tour-ის ფარგლებში The O2 Arena-ს სცენაზე. ლონდონი, 2023 წლის 15 ოქტომბერი.
Kevin Mazur/WireImage for Live Nation

მადონამ საჯაროდ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ამ გადაწყვეტილებებს შორის არის ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სამხედრო სამსახურში შესვლის აკრძალვა და ასევე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი გენდერული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შეწყვეტა.  

„სამწუხაროა იმის ყურება, როგორ ანგრევს ჩვენი ახალი მთავრობა იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით და რომელიც მოვიპოვეთ,“ – დაწერა მადონამ სოციალურ ქსელ X-ზე.  მიუხედავად იმისა, რომ არტისტს არ  დაუკონკრეტებია, რაზე საუბრობდა, მან პოსტს გატეხილი გულისა და ქვიარ თემის დროშის ე.წ. ემოჯიებიც დაურთო. „ნუ დანებდებით ბრძოლაში!“ – წერს ამავე პოსტში მადონა.  

მადონა წლების განმავლობაში ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას ტრამპის პოლიტიკის მიმართ. ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მან ინსტაგრამის ისტორიაში გააზიარა ტორტის ფოტო, რომელზეც ეწერა „F— Trump“. ტორტის ფოტოს შემდეგ მადონამ ე.წ. სელფი გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი აღწერა დაურთო: „ვცდილობ გავიაზრო, რატომ აირჩია ქვეყანამ დამნაშავე, მოძალადე, რასისტი პრეზიდენტად მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეკონომიკისთვის კარგია.“  

მომღერალმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი აღწერით : „დღეს დილით პირველი აზრი, რაც თავში გამიჩნდა, იყო – ამერიკას ქალები ეზიზღება!” არტისტის თქმით, ამერიკაში თავისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით სძულთ. „დაბალი გადასახადები უნდათ, მაგრამ იმაზე არ დარდობენ, თუ ამისთვის ტოტალიტარულ რეჟიმში მოუწევთ ცხოვრება. არ მინდა, ჩვენი დემოკრატია დავთმოთ! ახლა კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს ბრძოლა მის შესანარჩუნებლად. ამერიკელებმა, რომლებმაც ტრამპს მისცეს ხმა, ან საერთოდ არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, აჩვენეს, რომ მათთვის დიქტატურა მისაღებია. არ მინდა, ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ამერიკაში არ დაბადებულან, საკონცენტრაციო ბანაკებში იცხოვრონ! მინდა, რომ ჩემმა ქალიშვილებმა და მათმა მეგობრებმა თავად განკარგონ თავიანთი სხეული! მსურს, რომ დაფასებულად იგრძნონ თავი და არა – მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად. როგორ შეეძლოთ ქალებს, ტრამპისთვის მიეცათ ხმა? ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ამდენს ვიბრძოდით!“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

15-17 თებერვალს „აქტუალური მუსიკის ფესტივალი” გაიმართება

შემდეგი სტატია

ნიკ კეივს სურს, რომ მის დაკრძალვაზე კანიე უესტის მუსიკა ჟღერდეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი