მირიან ხუხუნაიშვილი ვროცლავის ოპერის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა

ქართველი დირიჟორი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მირიან ხუხუნაიშვილი

მირიან ხუხუნაიშვილი ვროცლავის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა და უფლებამოსილების შესრულებას ახალი სახელოვნებო სეზონიდან შეუდგება. ამის შესახებ ქართველი დირიჟორი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემს სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო, ჩემი სიხარული კოჭლია, თუმცა მინდა, მაინც გაგიზიაროთ, რომ 2025 წლის სექტემბრიდან პოლონეთის ერთ-ერთი გამორჩეული თეატრის, ვროცლავის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელი ვიქნები.”

ინფორმაციას ამის შესახებ თავად ვროცლავის ოპერაც ავრცელებს და წერს, რომ 2025/2026 წლის სახელოვნებო სეზონზე თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი „ახალი თაობის ქართველი დირიჟორი” მირიან ხუხუნაიშვილი იქნება, რომელიც ამ პოზიციაზე თეატრის ახალმა დირექტორმა მიიწვია. ახალი მენეჯმენტის საზოგადოებისთვის წარდგენა პრესკონფერენციაზე შედგა, სადაც კომენტარი მირიან ხუხუნაიშვილმაც გააკეთა:

„დიდი პატივია ვროცლავის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოზიციაზე დანიშვნა. ჩემი მიზანი იქნება არა მხოლოდ დიდი კონცერტების ტრადიციის გაგრძელება, არამედ ახალი იდეების გაცნობა და ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა, ასევე მუსიკის ახალი მიმართულებების აღმოჩენა. გუნდთან ერთად ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რათა უმაღლეს სახელოვნებო დონეს მივაღწიოთ.”

როგორც ვროცლავის ოპერის ვებსაიტზე ვკითხულობთ, ამ სეზონზე მირიან ხუხუნაიშვილი ამავე თეატრის სცენაზე ორ კონცერტს უდირიჟორებს – აპრილსა და მარტში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კლუბი Mtkvarze: „თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა იმ თანამებრძოლს, ვისაც უსამართლოდ წაართვეს თავისუფლება!”

შემდეგი სტატია

რიანას ბოლო ალბომი ცხრა წლის გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი