ლიემ გალაგერი ბენდ Bring Me the Horizon-ის მიერ ნამღერ Wonderwall-ს გამოეხმაურა

Oasis-ის ვოკალისტს ბრიტპოპის კლასიკად აღიარებული სიმღერის მძიმე ინტერპრეტაცია მოეწონა
Bring Me The Horizon-ის ვოკალისტი ოლი საიკსი Leeds Festival-ზე, 2022 წლის 28 აგვისტო. ინგლისი ფოტო: კატია ოგრინი / Redferns
Bring Me The Horizon-ის ვოკალისტი ოლი საიკსი Leeds Festival-ზე, 2022 წლის 28 აგვისტო. ინგლისი ფოტო: კატია ოგრინი / Redferns

Oasis-ის ვოკალისტმა ლიემ გალაგერმა თავისი აზრი გამოთქვა ბრიტანული ბენდის Bring Me the Horizon-ის მიერ შესრულებულ სიმღერაზე Wonderwall.

ბრიტანულმა კვარტეტმა ცნობილი სიმღერის საკუთარი ვერსია  29 იანვარს (Spotify Singles სერიების ფარგლებში) გაავრცელა. მათი ვერსია ბრიტპოპის ჰიმნის აკუსტიკურ გიტარებს ელექტრონულით ანაცვლებს, ხოლო ალან უაითის მსუბუქ პერკუსიას მძაფრი დრამები ცვლის.

გარდა ამისა, სინგლის ქავერის დიზაინი Oasis-ის ორიგინალური მუსიკალური ვიდეოს სტილს იმეორებს. ბენდმა კი სოციალურ ქსელებში სიმღერა ვირუსულად გავრცელებული  ფრაზით, Anyway, here’s ‘Wonderwall-ით გაჟღერეს. 

მიუხედავად იმისა, რომ Bring Me the Horizon-ის ქავერ ვერსიამ უკვე მოიპოვა ბენდის ფანების მოწონება, გულშემატკივრების ყურადღებამ მალევე ლიემ გალაგერისკენ გადაინაცვლა. მისი არაპროგნოზირებადი და პირდაპირი ხასიათი ხშირად მკაცრი შეფასებებით გამოირჩევა. ლიემი პირდაპირ აფიქსირებს აზრს იმის შესახებ რაც არ მოსწონს, თუმცა, ამჯერად მან გულშემატკივრების პროგნოზი არ გაამართლა და სიმღერა მოიწონა.

„წარმოუდგენლად მომწონს!“ – წერს ლიემ გალაგერი  „არ ვარ გაბრაზებული, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია, დღე გამილამაზა! მიყვარხართ!“ – პასუხობს ის ერთ-ერთ გულშემატკივარს კომენტარის სახით.

Oasis-ის სიმღერა  Wonderwall ჯგუფის 1995 წელს გამოშვებული მეორე ალბომის, (What’s the Story) Morning Glory?-ის მეოთხე სინგლი იყო. სიმღერა მალევე გახდა ბენდის სავიზიტო ბარათი და ბილბორდ 100-ში მერვე ადგილი დაიკავა, რაც Oasis-ისთვის ყველაზე მაღალი პოზიცია იყო. გარდა ამისა, ის 1997 წლის გრემის დაჯილდოებაზეც იყო ნომინირებული.

Oasis მსოფლიო ყურადღების ცენტრში  2024 წელსაც მოექცა, როცა ბენდმა წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეიუნიონ-ტური დააანონსა. ტური წელს, 4 ივლისს, უელსში დაიწყება, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში აშშ-ში გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტურმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ ძმებმა, ლიემ და ნოელ გალაგერებმა, ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ ურთიერთობა აღადგინეს, ბილეთების Dynamic Pricing-ის გამო ის საკამათო თემადაც იქცა. ამ თვეში ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩაატარებს გამოძიებას ბილეთების მეორად ბაზარზე არსებული პრობლემების გამო, რაც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

რაც შეეხება ბენდს Bring Me the Horizon, ის  2025 წლის Reading & Leeds Festival-ის ერთ-ერთ ჰედლაინერად დასახელდა. ფესტივალზე ასევე წარდგებიან ტრევის სკოტი, ჩაპელ ნოელი და Hozier.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ კეივს სურს, რომ მის დაკრძალვაზე კანიე უესტის მუსიკა ჟღერდეს

შემდეგი სტატია

„მადამ ტიუსოს” ლონდონის მუზეუმმა ლედი გაგას ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი