ნიკალა ზუბიაშვილი სტუდიური სესიის მცირე მონაკვეთს აზიარებს

სესია, რომლის სრული ვიდეოც 7 თებერვალს გამოვა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეძღვნება.

ნიკალა ზუბიაშვილი სოციალურ ქსელში სტუდიური სესიის მცირე მონაკვეთს აზიარებს. მუსიკოსის თქმით, სრულ ვიდეოს მსმენელი 7 თებერვალს იხილავს.

„ეს სტუდიური სესია ეძღვნება იმ მამაც ქართველ ხალხს, რომელიც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. იყავით ძლიერები, ერთიანები და არასდროს შეწყვიტოთ თავისუფლებისთვის ბრძოლა! თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ” – წერს ნიკალა ზუბიაშვილი პოსტში.

40-წამიან თიზერში მუსიკოსი კომპოზიციას კლავიშზე, საპროტესტო აქციების ხმების ფონზე ასრულებს. პარალელურად კი ეკრანზე ავტორის ტექსტი ჩნდება:

„რთულ პერიოდებში მუსიკა ხდება მძლავრი ხმა ერთიანობის, იმედისა და შეუპოვრობის. ამ სესიით სოლიდარობას ვუცხადებ მათ, ვისაც თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს იდეის სჯერა. დაე, ამ ნოტებმა ატაროს მესიჯი სიძლიერისა და ქართველი ხალხის გაუტეხელი სულისა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რინგო სტარმა გაამხილა, რომ პიცა არასდროს უჭამია

შემდეგი სტატია

The Weeknd-მა ალბომების ტრილოგიის ფინალური ნამუშევარი – Hurry Up Tomorrow გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მადამ ტიუსოს” ლონდონის მუზეუმმა ლედი გაგას ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა

ფიგურის ვიზუალი შთაგონებულია იმიჯით, რომლითაც ლედი გაგა 2022 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგა.
მეტი

მადონა: „მთავრობა ანგრევს ყველა იმ თავისუფლებას, რისთვისაც ვიბრძოდით”

არტისტმა ტრამპის ადმინისტრაცია ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.
მეტი