The Rolling Stones-მა მარიან ფეითფულს სიმღერით მიაგო პატივი

მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი მარიან ფეითფულის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ
მარიან ფეიტფული 1967 წელი ფოტო: Bettmann / Getty Images
მარიან ფეიტფული 1967 წელი ფოტო: Bettmann / Getty Images

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლისა და მსახიობის, მარიან ფეითფულის გარდაცვალებას The Rolling Stones სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და მას პატივი მიაგო.

ჯგუფმა სოციალურ ქსელ  X-ში არქივის ვიდეო გააზიარა, სადაც ახალგაზრდა მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი  As Tears Go By-ის  ასრულებენ. მათ სიმღერა 1964 წელს დაწერეს და შესასრულებლად მარიანს გადასცეს.

„მარიანისთვის,“ – წერია The Rolling Stones-ის პოსტის აღწერაში.

მარიან  ფეითფული The Rolling Stones-ის მენეჯერმა ენდრიუ ლუგ ოლდჰამმა პირველად ლონდონში, ერთ-ერთ წვეულებაზე აღმოაჩინა, შემდეგ კი ის მიკ ჯაგერსა და კით რიჩარდსს გააცნო.

მარიან  ფეითფულის მიერ შესრულებული As Tears Go By 1964 წელს დიდი ბრიტანეთის ტოპ 10-ეულში და ბილბორდ 100-ში 22-ე ადგილზე მოხვდა.

ფეითფულმა და მიკ ჯაგერმა ურთიერთობა 1965 წელს დაიწყეს. მარიანი The Rolling Stones-ისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, რა დროსაც შეიქმნა სიმღერები: You Can’t Always Get What You Want და Wild Horses. 

მიკ ჯაგერმა  მარიან ფეითფულს პირველად ინსტაგრამზე მიაგო პატივი, სადაც მათი ერთად გადაღებული შავ-თეთრი ფოტო გააზიარა: 

„ის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო. ის იყო შესანიშნავი მეგობარი, მშვენიერი მომღერალი და დიდებული მსახიობი. ის ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში.“

კით რიჩარდსმა თავის პოსტში მარიანის შესახებ დაწერა: „გულწრფელად ვუსამძიმრებ მარიანის ოჯახს! ძალიან დამწუხრებული ვარ და ძალიან მომენატრება!!“

მარიან ფეითფულის გარდაცვალების შესახებ  BBC-იმ განცხადება გაავრცელა: „დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი მარიან ფეითფული გარდაიცვალა. ის ძალიან მოგვენატრება.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Liluash - „ჩვენ გავიმარჯვებთ!” ქავერარტი: Noa Krsnik

ლუკა ლილუაშვილის | Liluash -ის სადებიუტო სინგლი „ჩვენ გავიმარჯვებთ!”

შემდეგი სტატია

ლეონარდ კოენის პირადი ჩანაწერები, პირადი ნივთები და მუსიკოსის მოჭრილი თმა აუქციონზე გაიყიდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯინ ჰეკმენი და ბეტსი არაკავა 2003 წლის 19 იანვარი, ქროს გლობუსის მე-60 დაჯილდოება. Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს

95 წლის ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი 64 წლის მეუღლე ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეტი
დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი

Kid Rock-მა დონალდ ტრამპზე ინაუგურაციის დროს ისაუბრა და ის თავის ერთ-ერთ სიმღერას, American Badass-s შეადარა

ინტერვიუს დროს მზის სათვალით, ლუდით და სიგარით ხელში Kid Rock-მა ახალი პრეზიდენტის მისამართით დადებითად ისაუბრა
მეტი
The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი