Kid Rock-მა დონალდ ტრამპზე ინაუგურაციის დროს ისაუბრა და ის თავის ერთ-ერთ სიმღერას, American Badass-s შეადარა

ინტერვიუს დროს მზის სათვალით, ლუდით და სიგარით ხელში Kid Rock-მა ახალი პრეზიდენტის მისამართით დადებითად ისაუბრა
დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი
დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი

20 იანვარს ABC News-სთან ინტერვიუს დროს Kid Rock-მა კიდევ ერთხელ გამოხატა ტრამპის მიმართ სიმპათია.

ინაუგურაციის შემდეგ, ჟურნალისტ კაირა ფილიპსთან საუბრისას, Kid Rock-მა განმარტა, რომ ტრამპი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. 

“ის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია, ვისაც ოდესმე დედამიწაზე ფეხი დაუდგამს. პირდაპირ ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. მგონია, რომ ბევრმა ადამიანმა დაიწყო უკვე იმის დანახვა, რასაც მე დიდი ხანია ვხედავ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და იუმორით სავსე ადამიანი და, რაც მნიშვნელოვანია ის ყოველთვის აკეთებს საქმეს” – თქვა Kid Rock-მა.

Kid Rock-მა  დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დასრულების შემდეგ  საპრეზიდენტო არჩევნები „თაღლითურ არჩევნებად“  მოიხსენია, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპი საქმეს ყოველთვის საქმიანი მიდგომით აკეთებდა: „ის გვიცავს, ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ამერიკის საქმეები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არც ისე კარგად მიდიოდა. თუმცა მილიონი მიზეზი არსებობს, თუ  რატომ მიყვარს ის,“ – ამბობდა Kid Rock.

ABC News-სთან ინტერვიუს დროს Kid Rock-ს ჰკითხეს, თუ რომელი მისი სიმღერა აღწერდა ტრამპს საუკეთესოდ. “ეს არის American Badass, 1,000%-ით, ოთახში შემოსვლისთანავე მისი ნაბიჯები უკვე  American Badass-ს ასახავს.”

Kid Rock იყო ერთ-ერთი იმ მრავალ მუსიკოსთაგანი, ვინც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის კვირის ღონისძიებებზე გამოჩნდა. ამ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ ჯეისონ ალდინი, ბილი რეი საირუსი, ლი გრინვუდი, კერი ანდერვუდი, რასკალ ფლატსი და Village People. Kid Rock-ის გამოსვლა 19 იანვარს შედგა.

“მე ვარ ადამიანი, რომელსაც მოგება უყვარს. მე არ ვსაუბრობ ტკბილი ენით, მე იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. ზოგჯერ შეიძლება იდეალურად ვერ ვხედავდე რაღაცებს, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც მიტევების უნარი აქვს. ქრისტიანი ვარ და მიყვარს ეს ქვეყანა. ვიცი, რომ ის ამ ქვეყნისთვის გამარჯვებას ისურვებს. – „გახადე ამერიკა კვლავ ძლიერი“ – წარმოუდგენელია ამ ფრაზას დაუპირისპირდე. – განაცხადა Kid Rock-მა ინტერვიუს დასასრულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტექნიკური ხარვეზის შემდეგ კერი ანდერვუდმა America the Beautiful-ის ა კაპელა შეასრულა

შემდეგი სტატია

ანუკა ყიფშიძე საერთაშორისო ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის მონაწილეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი