„ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“  – პლატფორმა DIACI-ის კომპილაციური ალბომი

პლატფორმა DIACI-ის კომპილაციური ალბომი – „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ იანვარში გამოქვეყნდა. ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს ეხმიანება და 31 ქართველ ქალ არტისტს აერთიანებს.
DIACI - კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._
DIACI – კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._

ალბომი Bandcamp-ზეა ატვირთული და გაყიდვებიდან შემოსული თანხა  ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საჭიროებებს ხმარდება.

ბილბორდ საქართველო DIACI-ის დამფუძნებლებს გვანცა უთურას, სალომე ვარდანაშვილს და ალბომში მონაწილე არტისტებს: DEENA-ს, თეკლა თევდორაშვილს | Purpleflame-ს და სოფიკო გვიმრაძეს | Tindra-ს  შეხვდა. მათ შემოქმედებით პროცესებზე, ძალადობრივი სისტემის გავლენასა და ალბომში შესულ, საპროტესტო გზავნილების შემცველ ტრეკებზე ისაუბრეს.  

„ზოგადად, შემოქმედება გახდა ძალიან რთული, აღსაქმელადაც და მონაწილეობის მისაღებადაც. რაღაცნაირ ინტუიციურ რეჟიმში ვართ, რომ უბრალოდ, ყველაფერი გავცეთ. აღარ ხარ მარტო მუსიკოსი, ან მარტო მსახიობი, ან მარტო ხელოვანი, პროფილი გეცვლება მთლიანად, ჯერ ხარ პროტესტის მონაწილე და მერე ხარ ის, ვინც ხარ.” – ამბობს სოფიკო გვიმრაძე | Tindra – მსახიობი, მუსიკოსი, CES-ის კურსის მენტორი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდში ისმოდეს ქალი არტისტების ხმა. ჩემი ტრეკი აერთიანებს ამერიკელი აქტივისტის ფრედ ჰემპტონისა და მერაბ კოსტავას სიტყვებს, სადაც ფრედ ჰემპტონი ამბობს: ,,You Can Jail a Revolutionary, but You Can’t Jail a Revolution.” (,,შენ შეგიძლია, დააპატიმრო რევოლუციონერი, მაგრამ ვერ დააპატიმრებ რევოლუციას”) რაღაცნაირად, ეს ტრეკიც მივუძღვენი მაშინ ჯერ კიდევ რამდენიმე პოლიტპატიმარს.  მერაბ კოსტავას სიტყვებიც ვახსენე. მინდოდა, მოტივაცია ყოფილიყო ჩემთვისაც და სხვებისთვისაც, ვინც მოუსმენდა, სადაც მერაბ კოსტავა ამბობს, რომ ახლა უკვე უკან დახევა არ შეიძლება, არამედ პირიქით… და ეს სიტყვები ჩემთვის, რაღაცნაირად, ბოლო ორი თვის სლოგანად იქცა.” – ამბობს ბილბორდ საქართველოსთან საუბარში მუსიკოსი და არტივისტი თეკლა თევდორაშვილი | Purpleflame.

„ამ ალბომში შედის ჩემი ტრეკი, რომელიც 4 წლის წინ დავწერე. ეს ტრეკი არის ქალების როლზე ჩვენს სოციუმში და იმაზე, თუ რა სირთულეებს ვუმკლავდებით და რისი გადალახვა გვიწევს ყოველდღე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ აამოქმედა ანტი-LGBT კანონი, ვფიქრობ, რომ ეს ტრეკი აქტუალურია, რადგან ზუსტად იმას უსვამს ხაზს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს ის, ვინც უნდა, რომ იყოს და გამოხატოს თავი ისე, როგორც უნდა, რომ გამოხატოს.” – ამბობს DEENA – მუსიკოსი, ბილბორდ საქართველოს, წარმომადგენელი, Didube Records-ის წევრი.

1 თებერვალს, Mutant Radio-ში ალბომის მხარდამჭერი ღონისძიება „ფანდრაიზინგი” და დისკუსია გაიმართება თემაზე: რა გავლენას ახდენს ძალადობრივი სისტემა შემოქმედებით პროცესებზე და „ხმა”, როგორც წინააღმდეგობის იარაღი. განხილული იქნება თემები: მიგრაცია, აქტივიზმი, ფრუსტრაცია.

ღონისძიება მიზნად ისახავს არტისტების, აქტივისტებისა და დამოუკიდებელი მუშაკების მხარდაჭერას, რომლებიც  სისტემურ ზეწოლას ეწინააღმდეგებიან და  ფინანსურ დახმარებას საჭიროებენ. შეგროვებული თანხა კი მოხმარდება მათ,  ვისი საქმიანობაც შემოქმედებით მოღვაწეობასა და აქტივიზმზეა დამოკიდებული.

დისკუსიის მოდერატორები ქეთევან დავითაშვილი, ანი ზაქარეიშვილი და ნინო ციმაკურიძე (NixNoies) იქნებიან.

ღონისძიებაში მონაწილეობენ არტისტები: ანუშკა ჩხეიძე, NASI, მარო ბერიაშვილი, სალომე ვარდანაშვილი და სალომე ოთარაშვილი.

მოისმინეთ DIACI-ის კომპილაციური ალბომი: „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევორ ნოა, 2023 წლის 5 თებერვალი, გრემის დაჯილდოება. ფოტო: ემი სუსმანი/Getty Images

2025 წლის გრემის დაჯილდოების შემსრულებლების და წამყვანების ვინაობა   ცნობილია

შემდეგი სტატია

ექვსი არტისტი, რომლებიც 2025 წლის გრემის დაჯილდოების საუბრების მთავარი გმირები იქნებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი