კენდრიკ ლამარის ჰიტმა – Not Like Us წლის ჩანაწერის ნომინაციაში გრემი მიიღო

ამ გამარჯვებით, ლამარი გრემის ოთხი მთავარი ჯილდოდან ერთ-ერთის მფლობელი გახდა.
კენდრიკ ლამარი 2025 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე

კენდრიკ ლამარი ლიდერის პოზიციას კვლავაც ინარჩუნებს.  რეპერის ჰიტმა, სახელწოდებით Not Like Us, 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის ჩანაწერის ჯილდო აიღო. ტრეკი, რომელიც Drake-თან მის დაპირისპირებას ასახავს, გრემის ოთხი მთავარი ჯილდოდან ერთ-ერთის მფლობელი გახდა. 

სცენაზე ასვლისას, ლამარს დრეიკი არ უხსენებია. მან ღმერთს მადლობას გადაუხადა და თავისი დეიდა გაიხსენა, რომელიც დაჯილდოების წინა დღეს გარდაიცვალა: „ალბათ, ახლა ზემოდან გვიყურებს, ამიტომ ყველას მინდა გთხოვოთ, რომ გაიღიმოთ და მასაც სიხარული აგრძნობინოთ,“ – განაცხადა არტისტმა.  

ლამარმა სცენიდან ასევე მადლობა გადაუხადა Dr. Dre-სა და Swizz Beatz-ს, რომლებიც გრემის ცერემონიას ესწრებოდნენ და მისი არაერთი ტრეკის პროდიუსერები არიან. თავისი გამარჯვება ჰიპ-ჰოპ არტისტმა ლოს-ანჯელესს მიუძღვნა – ქალაქს, რომელიც დამანგრეველმა ხანძრებმა მძიმედ დააზარალა.  

„ამ ჯილდოს ქალაქს ვუძღვნი – კომპტონს, უოთსს, ლონგ ბიჩს, ინგლვუდს, ჰოლივუდს… ეს ჩემი უბანია, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერდა, პატარა ვიყავი თუ ზრდასრული… ვერასდროს გამოვხატავ საკმარის მადლიერებას იმ ადგილების მიმართ, რომლებსაც სკოლიდან დაბრუნებისას გავდიოდი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, [ჯილდოს] იმ ხალხს და ოჯახებს ვუძღვნი, რომლებიც პალისეიდსის რაიონსა და ალტადენაში ცხოვრობენ. ეს გამარჯვება ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ქალაქის აღდგენა,“ – თქვა ლამარმა.  

ამ კატეგორიაში გამარჯვებულის პროგნოზირება რთული იყო, რადგან ლამარის კონკურენტები საკმაოდ ძლიერები იყვნენ. ნომინაციაში კენდრიკ ლამარის Not Like Us-თან ერთად წარდგენილი იყო: Now and Then (The Beatles), Texas Hold ‘Em (ბიონსე), Espresso (საბრინა კარპენტერი), 360 (Charli XCX), Birds of a Feather (ბილი აილიში), Good Luck, Babe! (ჩაპელ როუნი) და Fortnight  (ტეილორ სვიფტი და Post Malone).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსემ Cowboy Carter-ისთვის წლის ალბომის გრემი მიიღო

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე. Crypto.com Arena - ლოს-ანჯელესი, 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: ვალერი მაკონი/AFP Getty Images

კენდრიკ ლამარმა გრემი დასავლეთ სანაპიროს ლეგენდარულ არტისტებს მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

„არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. თვითონაც იციან, რომ არ აქვთ,” – განუცხადა დეივისმა ABC News-ს.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი
ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი