2025 წლის გრემის დაჯილდოების ნომინაციებში ბიონსე ლიდერობდა (11 ნომინაციით), რომელიც, როგორც იქნა, ღონისძიების მთავარი კატეგორიის, წლის ალბომის გამარჯვებული გახდა.
ჯამში მან სამი კატეგორია მოიგო: წლის ალბომი, საუკეთესო ქანთრი ალბომი (ასევე Cowboy Carter-ისთვის) და საუკეთესო ქანთრი დუეტი/ჯგუფური შესრულება მაილი საირუსთან ერთად სიმღერისთვის II Most Wanted. ცერემონიის სხვა ტრიუმფატორები გახდნენ ჩაპელ როუნი, რომელმაც საუკეთესო ახალი არტისტის წოდება მოიპოვა და ასევე კენდრიკ ლამარი, რომლის სიმღერაც Not Like Us როგორც წლის ჩანაწერის, ასევე წლის სიმღერის კატეგორიების გამარჯვებული გახდა. წლევანდელ ცერემონიაზე ყველაზე მეტი, ხუთი ჯილდო სწორედ ლამარს ერგო. მას მოჰყვა ამერიკელი არტისტი სიერა ფერელი ოთხი გამარჯვებით, შემდეგ ბიონსე, Charli XCX და St. Vincent სამ-სამი ჯილდოთი და ჯონ ბატისტი, საბრინა კარპენტერი, გუსტავო დუდამელი, სამარა ჯოი და სისი უაინანსი ორ-ორი პრიზით.
წარმოგიდგენთ 2025 წლის გრემის ნომინანტთა და გამარჯვებულთა სიას:
წლის ჩანაწერი:
Now and Then – The Beatles
TEXAS HOLD ‘EM – ბიონსე
Espresso – საბრინა კარპენტერი
360 – Charli xcx
BIRDS OF A FEATHER – ბილი აილიში
გამარჯვებული: Not Like Us – კენდრიკ ლამარი
Good Luck, Babe! – ჩაპელ როუნი
Fortnight – ტეილორ სვიფტი, პოსტ მელოუნი
წლის ალბომი:
New Blue Sun – André 3000
გამარჯვებული: COWBOY CARTER – ბიონსე
Short n’ Sweet – საბრინა კარპენტერი
BRAT – Charli xcx
Djesse Vol. 4 – ჯეიკობ კოლიერი
HIT ME HARD AND SOFT – ბილი აილიში
The Rise and Fall of a Midwest Princess – ჩაპელ როუნი
THE TORTURED POETS DEPARTMENT – ტეილორ სვიფტი
წლის სიმღერა:
A Bar Song (Tipsy) – Shaboozey
BIRDS OF A FEATHER – ბილი აილიში
Die With a Smile – ლედი გაგა და ბრუნო მარსი
Fortnight – ტეილორ სვიფტი და პოსტ მელოუნი
Good Luck, Babe! – ჩაპელ როუნი
გამარჯვებული: Not Like Us – კენდრიკ ლამარი
Please Please Please – საბრინა კარპენტერი
TEXAS HOLD ‘EM – ბიონსე
საუკეთესო ახალი არტისტი:
ბენსონ ბუნი
საბრინა კარპენტერი
Doechii
Khruangbin
RAYE
გამარჯვებული: ჩაპელ როუნი
Shaboozey
ტედი სვიმსი
საუკეთესო სოლო პოპშესრულება:
BODYGUARD – ბიონსე
გამარჯვებული: Espresso – საბრინა კარპენტერი
Apple – Charli xcx
BIRDS OF A FEATHER – ბილი აილიში
Good Luck, Babe! – ჩაპელ როუნი
საუკეთესო პოპშესრულება დუეტი/ჯგუფი:
Us. – გრეისი აბრამსი და ტეილორ სვიფტი
LEVII’S JEANS – ბიონსე და პოსტ მელოუნი
Guess – Charli xcx და ბილი აილიში
the boy is mine – არიანა გრანდე და Brandy & Monica
გამარჯვებული: Die With a Smile – ლედი გაგა და ბრუნო მარსი
საუკეთესო პოპალბომი:
გამარჯვებული: Short n’ Sweet – საბრინა კარპენტერი
HIT ME HARD AND SOFT – ბილი აილიში
eternal sunshine – არიანა გრანდე
The Rise and Fall of a Midwest Princess ჩაპელ როუნი
THE TORTURED POETS DEPARTMENT – ტეილორ სვიფტი
საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი:
გამარჯვებული: BRAT – Charli xcx
Three – Four Tet
Hyperdrama – Justice
Timeless – KAYTRANADA
Telos – Zedd
საუკეთესო როკშესრულება:
გამარჯვებული: Now and Then – The Beatles
Beautiful People (Stay High) – The Black Keys
The American Dream Is Killing Me – Green Day
Gift Horse – IDLES
Dark Matter – Pearl Jam
Broken Man – St. Vincent
საუკეთესო რეპშესრულება:
Enough (Miami) – ქარდი ბი
When the Sun Shines Again – Common & Pete Rock feat. Posdnuos
NISSAN ALTIMA – Doechii
Houdini – ემინემი
Like That – Future & Metro Boomin feat. კენდრიკ ლამარი
Yeah Glo! – GloRilla
გამარჯვებული: Not Like Us – კენდრიკ ლამარი
საუკეთესო რეპსიმღერა:
Asteroids – Rapsody feat. Hit-Boy
Carnival – კანიე უესტი და ტაი დოლა საინი feat. Rich the Kid & Playboi Carti
Like That – Future & Metro Boomin feat. კენდრიკ ლამარი
გამარჯვებული: Not Like Us – კენდრიკ ლამარი
Yeah Glo! – GloRilla
საუკეთესო ქანთრი ალბომი:
გამარჯვებული: COWBOY CARTER – ბიონსე
F-1 Trillion – პოსტ მელოუნი
Deeper Well – კეისი მასგრეივსი
Higher – კრის სტეპლტონი
Whirlwind – ლეინი უილსონი
საუკეთესო საუნდტრეკი ვიზუალური მედიისთვის (ფილმი და ტელევიზია)
American Fiction – ლაურა კარპმენი
Challengers – ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი
The Color Purple – კრის ბოვერსი
გამარჯვებული: Dune: Part Two – ჰანს ციმერი
Shōgun – ნიკ ჩუბა, ატიკუს როსი და ლეოპოლდ როსი
საუკეთესო მუსიკალური ვიდეო:
Tailor Swif – A$AP Rocky
360 – Charli xcx
Houdini – ემინემი
გამარჯვებული: Not Like Us – კენდრიკ ლამარი
Fortnight – ტეილორ სვიფტი და პოსტ მელოუნი
საუკეთესო მუსიკალური ფილმი:
გამარჯვებული: American Symphony
June (June Carter Cash)
Kings From Queens
Stevie Van Zandt: Disciple
The Greatest Night in Pop
Nottingham
ნომინაციებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ბმულზე.