ბრუნო მარსისა და ROSÉ-ს მუსიკალურმა კლიპმა APT. YouTube-ზე მილიარდობით  ნახვა დააგროვა

ეს მეხუთე მუსიკალური ვიდეოა, რომელმაც რეკორდულ ნიშნულს YouTube-ზე ყველაზე სწრაფად მიაღწია.
ROSÉ და ბრუნო მარსი ფოტო: ჯონ ესპარზა
ROSÉ და ბრუნო მარსი ფოტო: ჯონ ესპარზა

ბრუნო მარსისა და ROSÉ-ს ენერგიულმა ტრეკმა პლატფორმა YouTube-ზე მილიარდ ნახვას ოფიციალურად გადააჭარბა. APT. 2024 წლის ოქტომბერში, მისი გამოცემიდან 105-ე დღეს, ისტორიაში მეხუთე სიმღერად იქცა, რომელმაც Youtube-ზე ყველაზე სწრაფად მიაღწია ამ ნიშნულს.

ROSÉ-ს სადებიუტო სოლო ალბომის წამყვანი სინგლი APT. გამოსვლის შემდეგ Billboard ჩარტში მწვერვალებს იპყრობს. სიმღერა Billboard Japan Hot 100-ის სათავეში მოექცა, რაც გასული 11 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონურ მუსიკალურ ჩარტებში დასავლელი შემსრულებელი სათავეში მოხვდა.

გარდა ამისა, უკვე თორმეტი კვირაა, რაც  APT. პირველ ადგილს არ თმობს როგორც Billboard Global 200-ის, ასევე Billboard Global Excl.-ის ჩარტებში. სიმღერა ამჟამად Billboard Hot 100-ის ჩარტის მესამე ადგილზეა. 

ეს ROSÉ-ის – სამხრეთ კორეული K-pop ჯგუფი BLACKPINK-ის წევრის პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია: „ამ ალბომში ჩემი სისხლი და ცრემლები ჩავაქციე და მოუთმენლად ველი, როდის მოუსმენთ ჩემს პატარა დღიურს, Rosie ის სახელია, რომელსაც მეგობრები და ოჯახის წევრები მეძახიან. იმედი მაქვს, ამ ალბომით კიდევ უფრო ახლოს გამიცნობთ..”- დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე, როცა ოქტომბერში, პირველი სოლო პროექტი Rosie დააანონსა. 

ბრუნო მარსმა ახლახან თავისი რიგით მე-16 გრემი მოიგო. მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი 2024 წლის კოლაბორაცია  Lady Gaga-სთან სიმღერით Die With a Smile  2 თებერვალს, გრემის დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო პოპ დუო/ჯგუფის შესრულებად დასახელდა.

ნახეთ ბრუნო მარსისა და ROSÉ-ს მუსიკალურ ვიდეო APT.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, ის ერთადერთია, ვისაც რეპის სამყაროში კენდრიკ ლამარის დამარცხება შეუძლია

შემდეგი სტატია

No More Films – Lady Heroine-მა ახალი ალბომი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი