კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
კანიე უესტი

კანიე უესტმა ახალ ინტერვიუში გაამხილა, რომ მისი მეუღლე ბიანკა სენსორი იმის გაანალიზებაში დაეხმარა, რომ მას აუტისტური სპექტრი აქვს. „მან მითხრა: შენ არ ჰგავხარ ბიპოლარს, რადგან მე ასეთი ადამიანი ნანახი მყავს,” – თქვა კანიემ და აღნიშნა, რომ მისთვის ეს იყო გაცხადება, რომ მას არ სჭირდა ბიპოლარული აშლილობა, როგორც ეს აქამდე იცოდა, არამედ ეს იყო ASD – აუტისტური სპექტრის აშლილობა.

ASD განისაზღვრება, როგორც „განსხვავება ტვინის ფუნქციონირებაში, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი სხვებთან.”

2016 წელს უესტი საავადმყოფოში გადაიყვანეს „გადაუდებელი ფსიქიატრიის” დიაგნოზით, რომელიც აღწერილი იყო, როგორც „დროებითი ფსიქოზი, გამოწვეული უძილობითა და დეჰიდრატაციით.”

კანიეს თქმით, აუტისტური სპექტრის გააზრება დაეხმარა, რომ მისი გარკვეული ქცევები პერსპექტივაში დაენახა. როგორც რეპერი ჰყვება, ის ერთ-ერთ ექიმთან დადიოდა, რომელიც სხვა ცნობილ ადამიანებთანაც მუშაობდა (მათ შორის, კანიეს თქმით, იყო ჯასტინ ბიბერიც), როცა სენსორიმ მეუღლის დიაგნოზში ეჭვი შეიტანა. 

რეპერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის სიმცდარე აღმოაჩინა, მედიკამენტებს აღარ იღებს. „აუტიზმის დროს ფიქრობ: მოდი, ტრამპის ქუდს დავიხურავ, რადგან მომწონს ტრამპი. და თუ ამ დროს ადამიანები გეუბნებიან, რომ ეს არ გააკეთო, შენ ამას უფრო დაჟინებით აკეთებ… და ეს არის ჩემი პრობლემა: როცა ფანები მეუბნებიან, რომ, მაგალითად, ალბომი რაღაც კონკრეტული მიმართულებით გავაკეთო, მე მას საპირისპიროდ ვაკეთებ. უბრალოდ, იმიტომ.”

უესტი ამჟამად თავისი მოდისა და მუსიკალური ინდუსტრიების ხელახლა აშენებაზე  მუშაობს მას შემდეგ, რაც 2022-2023 წლებში, მისი ანტისემიტური კომენტარების გამო, აღნიშნული იმპერიები ჩამოეშალა. რეპერთან თანამშრომლობა გაწყვიტეს კომპანიებმა: „გეფი”, „ადიდასი”, „ბალენსიაგა”, ასევე მისმა აგენტებმაც. დაიბლოკა მისი პირადი სოციალური გვერდები. შედეგად, როგორც გასული წლის თებერვალში თავადვე განაცხადა, ყოფილი მილიარდერი თითქმის გაკოტრდა.

რამდენიმე დღის წინ უესტი კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, როცა გრემის 67-ე ცერემონიის წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად წარდგა, რომელსაც შიშველ ტანზე სრულად გამჭვირვალე კაბა ეცვა. 

უყურეთ კანიე უესტის ინტერვიუს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი, 2022 წლის 8 აგვისტო, ბირმინგემი, ინგლისი.

ცნობილმა მეტალ ბენდმა Black Sabbath-მა უკანასკნელი შოუ დააანონსა, რომელსაც Metallica, Slayer და სხვა ჯგუფებიც შეუერთდებიან

შემდეგი სტატია

Will Kolak

ქართული ბენდი will kolak ესპანეთში Mad Cool Festival-ზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

უესტი რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან ასევე ღიად გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ჰიტლერისადმი. YE-მ პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
მეტი