კანიე უესტი სიძულვილით სავსე ანტისემიტურ ნარატივს განაგრძობს და ჰიტლერს აქებს

„ილონ მასკმა ინაუგურაციაზე ჩემი ნაცისტური ჟესტი მომპარა.”
კანიე უესტი
Matthias Nareyek/Getty Images

კანიე უესტი სიძულვილით სავსე ნარატივის გავრცელებას განაგრძობს. რეპერმა ტვიტერზე პოსტები გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ აქებს ფაშიზმსა და ადოლფ ჰიტლერს და ასევე შეურაცხყოფას აყენებს LGBTQ თემსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. 

პირველი პოსტი მან 7 თებერვლის დილას დადო, რომელშიც წერდა: „ამ კვირაში უკვე Make-A-Wish-ის ეტლით მოსარგებლე ბავშვების სამი ფოტო წავშალე.” ამას მოჰყვა შემდგომი განცხადებები: „მე მიყვარს ჰიტლერი”, „მე ნაცისტი ვარ”.

პოსტებს ანტიდიფამაციის ლიგის აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან გრინბლატი გამოეხმაურა: „ანტისემიტიზმის, რასიზმისა და მიზოგინიის კიდევ ერთი გამოვლინება უესტისგან. რამდენიმე წლის წინ ლიგამ აღმოაჩინა, რომ ქვეყნის ფარგლებში მომხდარი 30 ანტისემიტური ინციდენტი სწორედ კანიეს 2022 წლის ანტისემიტურ გამოსვლებთან იყო კავშირში. ჩვენ ვგმობთ ამ საშიში საქციელს.”

უესტის ნარატივი ასევე მოიცავდა ჰომოფობიურ და აბლეისტურ განცხადებებს. ის ასევე წერდა: „ყველა თეთრკანიანი რასისტია,” „ებრაელ ხალხს თეთრკანიანები სძულს და შავკანიანებს იყენებს.”

რეპერი ასევე გამოეხმაურა ტვიტერის მფლობელისა და თეთრი სახლის მრჩევლის, ილონ მასკის მიერ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ნაცისტების მსგავსი ჟესტის რამდენჯერმე გამოყენებას. „ილონმა ჩემი ნაცისტური ჟესტი მომპარა… ჩემო ბიჭო, შენ შენი „საკონტაქტო რელსი” იპოვე.” კანიე ასევე წერდა: „იმდენჯერ ვიტყვი ებრაელს, რამდენჯერაც მინდა და იმდენჯერ ვიტყვი ჰიტლერს, რამდენჯერაც მინდა.”

უესტის ანტისემიტიზმის წინა გამოვლინების დროს ექსპერტებმა მსგავსი განცხადებების საფრთხეებზე „ბილბორდთან” ისაუბრეს:

„როცა ასეთი დონის სიძულვილის ენა ვრცელდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულტურული ფიგურისგან, ეს არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია, არამედ საფრთხეში აგდებს ებრაელ ხალხს და სხვა ადამიანებსაც აძლევს ამგვარი სიძულვილის გამოხატვის უფლებას.”

კანიემ ასევე Diddy-ს მხარდამჭერი პოსტიც გამოაქვეყნა, რომელიც სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებებით პატიმრობაში იმყოფება. „პაფ, ჩვენ შენ გვიყვარხარ. მე პაფის მხარეს ვარ და მაინც ვიგებ 20 გრემის მომავალ წელს და Super Bowl-ზეც გამოვდივარ.”

რამდენიმე დღის წინ კანიე უესტმა ინტერვიუში გაამხილა, რომ აუტისტური სპექტრის დიაგნოზი დაუსვეს მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ, ბიანკა სენსორიმ ეჭვი შეიტანა მის აქამდე დასმულ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ ქეივი - ლონდონი, 2024 წლის 8 აპრილი ფოტო: დევე ბენეტი/WireImage

ნიკ ქეივი, PJ Harvey და Yeah Yeah Yeahs  საქველმოქმედო ალბომისთვის ერთიანდებიან

შემდეგი სტატია

Creams სადებიუტო ალბომს 2025 წლის შემოდგომაზე გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი