ნიკ ქეივი, PJ Harvey და Yeah Yeah Yeahs  საქველმოქმედო ალბომისთვის ერთიანდებიან

ცნობილი არტისტების კომპილაციური ალბომი სახელწოდებით Los Angeles Rising ლოს ანჯელესში ხანძრით დაზარალებული მუსიკოსების დასახმარებლად შეიქმნა
ნიკ ქეივი - ლონდონი, 2024 წლის 8 აპრილი ფოტო: დევე ბენეტი/WireImage
ნიკ ქეივი – ლონდონი, 2024 წლის 8 აპრილი
ფოტო: დევე ბენეტი/WireImage

ნიკ ქეივი, PJ Harvey, Yeah Yeah Yeahs, DEVO, Primal Scream და სხვა არტისტები საქველმოქმედო ალბომ Los Angeles Rising-სთვის ერთიანდებიან. ალბომი  ბოლო დროს, ხანძრებით დაზარალებული მუსიკოსებისთვის თანხის შეგროვებას ემსახურება.

ალბომის შექმნის ინიციატორები კევინ ჰასკინსი (Bauhaus, Love and Rockets) და პროდიუსერი ნიკ ლონი არიან. აღსანიშნავია, რომ კომპილაციაში ალტერნატიული მუსიკის ყველაზე გავლენიანი არტისტების აქამდე გამოუცემელი ტრეკები შედის.

ალბომის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემა, რომლებიც მუსიკოსების ფინანსური დახმარებისთვის არის განკუთვნილი.

ალბომი,  ექსკლუზიურად Bandcamp-ზეა ხელმისაწვდომი, რომელიც მოიცავს ჯარვის კოკერის მიერ გამოცემულ ვერსიას California Dreamin’-ს,  ასევე Yeah Yeah Yeahs-ის ალტერნატიულ ჩანაწერს Turn Into და ნიკ ქეივის ახალ ტრეკს Michelangelo. შოტლანდიურმა როკ-ჯგუფმა – Primal Scream-მა ალბომში სიმღერა False Flags-ის ორკესტრირებული ვერსია შეიტანა, ხოლო დენი ელფმენმა ფსიქოდელიური ელემენტებით შექმნილი სიმღერა Monkeys on the Loose დაამატა.  თექვსმეტ ტრეკიან კომპილაციურ ალბომში ასევე მონაწილეობენ DEVO, გარი ნიუმანი და Flea.

ალბომის შექმნის ინიციატორები კევინ ჰასკინსი  და ნიკ ლონი მრავალი წელია, ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ. ხანძრის მძიმე სურათს ისინი პირადად შეესწრნენ. მათივე თქმით, პროექტი სწორედ ამიტომ, უმოკლეს დროში შეიქმნა და განვითარდა, რადგან ეს კატასტროფა მათ თვალწინ განვითარდა.

„როდესაც ხანძრები მძვინვარებდა და ლოს ანჯელესში ათასობით სახლი ნადგურდებოდა, ჩემსა და ნიკის უბნებში ევაკუაციის ბრძანება გაიცა, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, – ცეცხლი, რომელიც ჩვენს სახლებსა და სტუდიებს ემუქრებოდა, მეხანძრეებმა ბოლო მომენტში ჩააქრეს, თუმცა უამრავმა მუსიკოსმა და მეგობარმა ყველაფერი დაკარგა.“- — განაცხადა კევინ ჰასკინსმა პრესრელიზში. 

ნიკ ლონიმ დასძინა: „ამ უდიდესი სტიქიის ნახვა შემაძრწუნებელი გამოცდილება იყო, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო. ამ ყველაფერმა მე და ნიკს რაიმე სასიკეთოს კეთებისკენ გვიბიძგა.  მეგობარ მუსიკოსებს მივმართეთ და აქამდე გამოუცემელი ჩანაწერების გამოცემა შევთავაზეთ.  მათი თანადგომა დაუჯერებელი იყო!  PJ Harvey, ნიკ ქეივი, ჯარვის კოკერი, Primal Scream, გარი ნიუმანი და DEVO მაშინვე ჩაერთნენ პროექტში.”

კომპილაციური ალბომი Los Angeles Rising Bandcamp-ზე უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო ვინილისა  და ლიმიტირებული მერჩის გამოცემა თვის ბოლოს იგეგმება. ხანძარი კალიფორნიის მრავალ რეგიონს ჯერ კიდევ აზიანებს. მუსიკალურმა ინდუსტრიამ კი ამჯერადაც დაამტკიცა, რომ საჭირო დროს მხარდაჭერა და გაერთიანება შეუძლიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2025 წლის Critics Choice Awards-ის გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

კანიე უესტი სიძულვილით სავსე ანტისემიტურ ნარატივს განაგრძობს და ჰიტლერს აქებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი