ალექსანდრე ხარანაულის ახალი სიმღერა „შენ“

სიმღერა ამავე სახელწოდების მომავალი ალბომის მეორე სინგლია, რომლის გამოსვლაც უახლოეს მომავალში იგეგმება
ალექსანდრე ხარანაული „შენ“ ფოტო: ნიკა თაბუკაშვილი
ალექსანდრე ხარანაული „შენ“
ფოტო: ნიკა თაბუკაშვილი

მუსიკოსი ალექსანდრე ხარანაულის სადებიუტო ალბომი „დილით ამომავალო მზეო“ გასული წლის მარტში დარელიზდა. ქართული და მსოფლიო ფოლკის ნაზავი აკუსტიკური გიტარის თანხლებით, ახალი სიტყვაა ქართულ მუსიკაში. ალექსანდრე ხარანაულის მუსიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტექსტებს – თითოეული სიმღერა ერთგვარი ამბის თხრობაა, სადაც მელოდია და ლირიკა ერთმანეთთან ჰარმონიულად იკვეთება.

9 თებერვალს, მუსიკოსმა ახალი სიმღერა „შენ“ გამოსცა, რომელიც ამავე სახელწოდების მომავალ ალბომში იქნება შესული.

ალექსანდრე ხარანაული – მუსიკოსი:

„შენ“ არის ამავე სახელწოდების ალბომის რიგით მეორე სიმღერა. ალბომში ექვსი სიმღერა იქნება და ნელ-ნელა დავდებ ყველას. იმიტომ, კი არა, რომ ეგეთი ტაქტიკა მაქვს, უბრალოდ, მიქსინგი/მასტერინგი მიმდინარეობს პარალელურად. 

„შენ, შენებრ, მშენებლებს, შავგვრემნებს, ავაგებინებ სახლს, სასახლეს. კარზე დავაბამ ძაღლს, დიდხანს ვისახლებ.“

ეს სიმღერა ათი წლის წინ დავწერე და სულ მინდოდა ჩაწერა, მაგრამ ახლაღა მოვახერხე. ტექსტში იგულისხმება, რომ იმ კულტურას, რომელსაც ამდენი ხანი ქმნიდა ხალხი, ავიღებ, გამოვიყენებ, ჩემად ვაქცევ და უკვდავვყოფ. რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა და „მე ამას ვიზამ“ უმნიშვნელოა. ასე უნდა ვქნათ ჩვენ ყველამ. ვიდეოს იდეა ჩემია, მაგრამ იმდენჯერ იცვალა სახე და ფორმა, რომ საბოლოოდ, ვიდეო თავიდან ბოლომდე ეკუთვნის ნიკა თაბუკაშვილს. ფოტოებიც მისია. მათი დიდი ნაწილი გადავიღეთ ნავთლუღის ბაზართან და დამატებით კიდევ რამდენიმე ადგილას თბილისში.“

მოისმინეთ ალექსანდრე ხარანაულის სიმღერა „შენ”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Creams სადებიუტო ალბომს 2025 წლის შემოდგომაზე გამოუშვებს

შემდეგი სტატია

2025 წლის Super Bowl-ის მიმდინარეობისას კანიე უესტმა Yeezy-ის უცნაური სარეკლამო რგოლი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი