კრიტიკოსები: კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში „ყველაზე ჰიპ-ჰოპ შოუ იყო”

შოუს ფინალურ ნაწილში დადგა ის მომენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდა – კენდრიკ ლამარმა Not Like Us შეასრულა.
კენდრიკ ლამარი 2025 წლის Super Bowl-ის მუსიკალურ შოუზე.
Christopher Polk

მას შემდეგ, რაც NFL-მა 2025 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მთავარ შემსრულებლად კენდრიკ ლამარი დაასახელა, გულშემატკივრებმა და კრიტიკოსებმა მაშინვე დაიწყეს მსჯელობა, თუ როგორ გამოიყენებდა რეპერი მისი პერფორმანსისათვის გამოყოფილ 10-დან 15 წუთამდე დროს. სოციალურ ქსელში, მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს მიაჩნდა, რომ ლამარის ნაცვლად სცენაზე ლილ უეინი უნდა მდგარიყო, რადგან შოუ სწორედ მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა. მსმენელები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა, ლამარს შოუს ფარგლებში მოეწვია ლილ უეინი, რათა მისდამი პატივისცემა გამოეხატა.  

მსმენელები იმასაც განიხილავდნენ, რომ ლამარს, შესაძლოა, სრულიად სხვა გზა აერჩია და საკუთარი ვარსკვლავური სტატუსის გამყარებაზე ეფიქრა სცენაზე იმ მეგობარი არტისტების გამოყვანით, რომლებიც ამჟამად მასზე ბევრად პოპულარულები არიან. რადგანაც კენდრიკის უკანასკნელ ალბომზე, სახელწოდებით GNX, ჯეკ ანტონოფმა იმუშავა, გაჩნდა ვარაუდი, სცენაზე ტეილორ სვიფტიც გამოჩენილიყო. საბოლოოდ, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა: ეს იყო ნამდვილი კენდრიკ ლამარის შოუ – 120 მილიონმა ადამიანმა Super Bowl-ის მუსიკალური შოუს სტატუსით პირველად იხილა ნამდვილი რეპ-კონცერტი. 

Apple Music-ის ინტერვიუში ლამარმა აღნიშნა, რომ გასული წლის წარმატება მისი შემოქმედებითი გზის გაგრძელება იყო. 2024 წელი ლამარისათვის მართლაც გარდამტეხი იყო. განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა ტრეკი – Not Like Us, რომელშიც ლამარი დრეიკს უპირისპირდება და რომელმაც Billboard-ის Hot 100-ის ჩარტის მწვერვალი  დაიპყრო. ტრეკმა ლამარს ხუთი გრემი მოაპოვებინა.  

როგორც თავად ლამარმა ინტერვიუში აღნიშნა, ეს ყველაფერი მისი ბუნებრივი განვითარების ნაწილი იყო. მან Super Bowl-ის ისტორიაში ყველაზე „ჰიპ-ჰოპური შოუ” დადგა, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკის ტექსტით გახსნა: „რევოლუცია ეთერში გადაიცემა, მაგრამ არასწორი ადამიანი აარჩიეთ.” – ამ სიტყვებით ლამარმა მიანიშნა, რომ ის პირველი რეპერი იყო, რომელიც Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მთავარი შემსრულებელი გახდა.  

Squabble Up-ის შესრულების შემდეგ, სცენაზე სემუელ ელ ჯექსონი გამოჩნდა, რომელმაც Uncle Sam-ის როლი მოირგო და ლამარს შოუს „ზედმეტად გეტოს სტილში“ წარმოდგენის გამო უსაყვედურა. შემდეგ კი ჰკითხა, იცოდა თუ არა „როგორ ეთამაშა ეს თამაში“. პასუხად, რეპერმა ორი ჰიტი – Humble და DNA შეასრულა, რის შემდეგაც Euphoria-ზე გადავიდა.  

ყველას აინტერესებდა, შეასრულებდა თუ არა ლამარი გახმაურებულ ჰიტს – Not Like Us-ს. მისი გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დრეიკმა ლამარს ლეიბლის გამო სასამართლოში უჩივლა. დრეიკის მტკიცებით, ლეიბლმა პოპულარიზაცია გაუწია სიმღერას, რომელიც მიანიშნებს მის კავშირებზე პედოფილიასთან. ამ კონტექსტში, ბევრს არც კი უფიქრია, რომ ლამარი Euphoria-ს შეასრულებდა, თუმცა, მეტიც, მან ეს ქორეოგრაფიით გაჯერებული ნომრით გააკეთა. ამის შემდეგ, ლამარმა GNX-ის კიდევ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა, რის შემდეგაც მაყურებელს მიმართა: „ვაპირებდი, რჩეული ტრეკი შემესრულებინა, მაგრამ ხომ იცით, როგორ უყვართ სასამართლოში სირბილი.” – ამ დროს Not Like Us-ის ბითი წამიერად გაჟღერდა და შემდეგ ისევ გაქრა.  

ლამარმა ტემპი შეანელა და სცენაზე SZA-სთან ერთად Luther და All the Stars შეასრულა. ამ მომენტში, სცენაზე კვლავ ელ ჯექსონი გამოჩნდა და კმაყოფილმა აღნიშნა, რომ ლამარმა შოუ უფრო პოპ-მიმართულებით წაიყვანა. სწორედ ამ დროს, კენდრიკმა დაიწყო ტრეკის იმპროვიზებული ნაწილი. 

და ბოლოს, დადგა ის მომენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდა – კენდრიკ ლამარმა Not Like Us შეასრულა. ამ დროს, სცენაზე ერთდროულად ბევრი რამ ხდებოდა: ამერიკის დროშის ფერებში გამოწყობილი მოცეკვავეები სინქრონულად ასრულებდნენ ქორეოგრაფიულ ნომერს. ეთერში ასევე გამოჩნდა სერენა უილიამსი… და, რა თქმა უნდა, შოუს ფინალური ნაწილის მთავარი გმირი კვლავ ლამარი იყო, რომელიც პირდაპირ კამერას უყურებდა რეპავდა: „Say, Drake, I hear you like ‘em young“. 

და მაინც, იყო კი ეს სრულყოფილი შოუ? შესაძლოა, არა, თუმცა, სიურპრიზების გარეშეც კი, კენდრიკ ლამარმა შეძლო იშვიათი რამ: Super Bowl-ის სცენაზე ნამდვილ, დაუმუშავებელ ჰიპ-ჰოპ შოუს გაუხსნა გზა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ კენდრიკ ლამარის Halftime Show-ს სრული ვიდეო

შემდეგი სტატია

Good Morning Neighbours – ლუკა თოფურია და მიშო ურუშაძე ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი