სელენა გომესი ბენი ბლანკოსთან თანამშრომლობით შექმნილ ახალ ალბომს აანონსებს

გომესს სტუდიური ალბომი 2020 წლის შემდეგ აღარ გამოუცია.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო
Amy Sussman/Getty Images

მიუხედავად ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებისა, რომ შესაძლოა მუსიკას ჩამოშორებოდა, სელენა გომესი პოპვარსკვლავის ცხოვრებას დაუბრუნდა და ამ გზაზე გვერდით თავისი საქმრო ბენი ბლანკო დაიყენა.  

„ჩემი ახალი ალბომი I Said I Love You First, რომელზეც ჩემს საუკეთესო მეგობართან, ბენი ბლანკოსთან ერთად ვიმუშავე, 21 მარტს გამოვა. ჩვენი პირველი სიმღერა Scared of Loving You უკვე დევს სტრიმინგ პლატფორმებზე. ერთი სული გვაქვს, ეს განსაკუთრებული პროექტი მალე გაგიზიაროთ!” – დაწერა გომესმა ინსტაგრამზე და ბლანკოსთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. 

მუსიკალურ თანამშრომლობას გომესი და ბლანკო ბოლო რამდენიმე თვეა აანონსებენ. გომესს სტუდიური ალბომი 2020 წლის შემდეგ აღარ გამოუცია. მისი მესამე და ამ დრომდე ბოლო ალბომი Rare – Billboard 200-ის პირველ ადგილზე გავიდა. ალბომის ჰიტმა Lose You to Love Me კი გომესს Billboard Hot 100-ის პირველი ლიდერობა მოუტანა. 2021 წელს მომღერალმა ესპანურენოვანი EP – Revelación გამოსცა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბლანკო და გომესი ერთმანეთს შემოქმედებითად დაუკავშირდნენ. ბლანკო იყო თანაპროდიუსერი სიმღერებისა Kill Em with Kindness და Same Old Love გომესის 2015 წლის ალბომიდან Revival. წყვილმა ასევე ითანამშრომლა 2019 წელს სიმღერაზე I Can’t Get Enough. მათი ბოლო საქმიანი პარტნიორობა კი 2023 წელს შედგა გომესის სინგლზე Single Soon. 

წყვილის რომანი 2023 წლის ივნისში დაიწყო, გასული წლის დეკემბერში კი მათი ნიშნობა შედგა. სასიხარულო ამბავი გომესმა ინსტაგრამზე გაავრცელა და ნიშნობის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბაჩა მძინარაშვილი – ბერკლის კოლეჯის პირველი ქართველი სტუდენტი საკუთარ შემოქმედებასა და ქართულ-ამერიკულ კარიერაზე

შემდეგი სტატია

Billboard Unfiltered: კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show „ნამდვილი რეპშოუ იყო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი