ოზი ოზბორნი ადასტურებს, რომ საფინალო შოუზე Black Sabbath-ის სრულ პროგრამას არ შეასრულებს

ოზბორნის გამოსამშვიდობებელი კონცერტი ივლისში შედგება და მასში მონაწილეობას მიიღებენ Black Sabbath, Metallica, Slayer, Anthrax და სხვები.
ოზი ოზბორნი
Brian Rasic/Getty Images

ფანები დიდხანს ელოდნენ Black Sabbath-ის სრულმასშტაბიან გაერთიანებას ოზი ოზბორნის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. ოზი ოზბორნმა გაამხილა, რომ ბენდთან ერთად სრულ პროგრამას არ შეასრულებს. ეს განცხადება მან თავის პოდკასტში Ozzy Speaks გააკეთა და ისაუბრა Back to the Beginning კონცერტზე, რომლის პროგრამაც მოიცავს Black Sabbath-სა და ოზი ოზბორნს ისეთ დიდ სახელებთან ერთად, როგორებიცაა Metallica, Slayer და Anthrax.

„Black Sabbath-თან ერთად სრული სეტის დაკვრას არ ვგეგმავ. ცალკეულ ნაწარმოებებს შევასრულებთ,” – თქვა მან. „იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია და სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.”

ოზბორნს სრული საკონცერტო პროგრამა აღარ შეუსრულებია 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, როცა No More Tours-ის ბოლო კონცერტი გამართა. ორი თვის შემდეგ კი მეტალის პიონერს პარკინსონის დიაგნოზი დაუსვეს. შესაბამისად, მისი მომავალი საკონცერტო თარიღები გაუქმდა. 

„ვცდილობ, ისევ წამოვდგე ფეხზე,” – დაამატა მუსიკოსმა. „როცა დილას დგები, ჩვეულებისამებრ, საწოლიდან ხტები. მე კი ჯერ თავი უნდა დავაბალანსო, თუმცა მკვდარი არ ვარ. მაინც აქტიური ვარ და შემიძლია რაღაცების გაკეთება.”

ცოტა ხნის წინ ოზბორნი მსმენელს ეუბნებოდა, რომ ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მიუხედავად, ის ბრძოლას განაგრძობდა.

„2025 წელსაც მოვესწარი. ვერ დავდივარ, მაგრამ იცით, რას ვფიქრობდი ამ დღესასწაულების დროს? რაც არ უნდა დავიჩივლო, მაინც ცოცხალი ვარ. შეიძლება ვგლოვობდე იმას, რომ ვერ დავდივარ, მაგრამ შემდეგ ვიყურები და ამ გზაზე უამრავი ადამიანია, რომელმაც იმის ნახევრის გაკეთებაც ვერ შეძლო, რაც მე მოვახერხე.”

ივლისის კონცერტის შესახებ „ბი-ბი-სი-სთან” საუბრისას ოზბორნის მეუღლემ და მენეჯერმა შერონმა აღნიშნა, რომ ეს შოუ ოზბორნისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყვეტილი კარიერის დასრულების შესაძლებლობაა.„ის კარგად არის. ძალიან ბედნიერია ამ ყველაფრით – ბიჭებთან და მეგობრებთან კვლავ გაერთიანებით. ეს ყველასთვის სასიხარულოა. ოზის არ ჰქონია მეგობრებთან და ფანებთან დამშვიდობების შესაძლებლობა და ისეთი შეგრძნება აქვს, რომ წერტილი არ დასმულა. ეს იქნება მისი წერტილი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Irakli Gabriel-ის ახალი სიმღერა City in Chains

შემდეგი სტატია

საბრინა კარპენტერი SNL50-ის საიუბილეო საღამოზე, 16 თებერვალი, 2025 წელი, ნიუ იორკი. ფოტო დიმიტრიოს კამბუირსი /Getty Images

Saturday Night Live – შოუს 50 წლის საიუბილეო საღამო საბრინა კარპენტერმა და პოლ საიმონმა Homeward Bound-ის სიმღერით გახსნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი