Saturday Night Live – შოუს 50 წლის საიუბილეო საღამო საბრინა კარპენტერმა და პოლ საიმონმა Homeward Bound-ის სიმღერით გახსნეს

დუეტ Simon & Garfunkel-ის ეს სიმღერა პოლ საიმონმა და ჯორჯ ჰარისონმა შაბათის ღამის შოუში 1976 წელს შეასრულეს.
საბრინა კარპენტერი SNL50-ის საიუბილეო საღამოზე, 16 თებერვალი, 2025 წელი, ნიუ იორკი. ფოტო დიმიტრიოს კამბუირსი /Getty Images
საბრინა კარპენტერი SNL50-ის საიუბილეო საღამოზე, 16 თებერვალი, 2025 წელი, ნიუ იორკი. ფოტო დიმიტრიოს კამბუირსი /Getty Images

16 თებერვალს გამართულ იუბილეზე, საბრინა კარპენტერმა და პოლ საიმონმა SNL-ის 50 წლის საიუბილეო საღამო ცნობილი სიმღერის Homeward Bound-ის დუეტით გახსნეს. სიმღერის ორიგინალი ვერსია დუეტმა Simon & Garfunkel-მა  1966 წელს ჩაწერა, რომელიც მათ ალბომ  Parsley, Sage, Rosemary and Thyme-შია შესული. იმ პერიოდში სიმღერა Billboard Hot 100-ში მეხუთე ადგილზე პოზიციონირება.

Saturday Night Live-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ეს კომპოზიცია პოლ საიმონმა და ჯორჯ ჰარისონმა ერთად შეასრულეს.

„ქალბატონებო და ბატონებო, ეს საბრინაა,“ – ასე წარადგინა პოლ საიმონმა   SNL50-ის საღამოზე, Studio 8H-ის აუდიტორიის წინაშე კარპენტერი. 

„ეს კი თავად პოლ საიმონია – ერთადერთი და განუმეორებელი,“ – თქვა საბრინამ.

პოლ საიმონმა აღნიშნა, რომ პირველად Saturday Night Live-ზე ეს სიმღერა ჯორჯ ჰარისონთან ერთად  1976 წელს შეასრულა, რა დროსაც საბრინამ იხუმრა, რომ მაშინ დაბადებულიც კი არ იყო.

SNL-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამსაათიანი სპეციალური პროგრამა, სადაც შოუს ადრინდელი და ახლანდელი წევრები, ცნობილი წამყვანები და  სტუმრები მონაწილეობდნენ,  NBC-სა და Peacock-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

SNL50-ის საიუბილეო საღამოს წინ უძღოდა კონცერტი Radio City Music Hall-ში, რომელსაც ჯიმი ფელონი უძღვებოდა. ღონისძიებაში კი მონაწილეობას იღებდნენ შერი, Lady Gaga, Bad Bunny, მაილი საირუსი, Robyn, Ms. ლოურენ ჰილი, Jack White, Backstreet Boys, ჯელი როლი, ბონი რაიტი და სხვები. ხოლო აკომპანიმენტს ბექ-ბენდად Questlove და The Roots უწევდნენ.

იხილეთ SNL-ის Instagram-ზე გამოქვეყნებული Simon & Carpenter-ის ქავერი სიმღერისთვის Homeward Bound.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოზი ოზბორნი ადასტურებს, რომ საფინალო შოუზე Black Sabbath-ის სრულ პროგრამას არ შეასრულებს

შემდეგი სტატია

მაილი საირუსმა ბრიტანი ჰოვარდთან ერთად SNL-ის საიუბილეო პროგრამაში Nothing Compares 2 U შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე“ საერთაშორისო ფენომენად ქცეულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

Starring Georgia-ს ფარგლებში „სოციალური სივრცის“ სცენა ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ფესტივალს, All Day I Dream-ს დაეთმობა.
მეტი

Iveria Beach-ის ზაფხულის მუსიკალური სეზონი დაიწყო – მსმენელის წინაშე გერმანიაში მოღვაწე არტისტი BONDI წარდგება

Iveria Beach მთელი სეზონის განმავლობაში დატვირთულია მუსიკალური საღამოებით, რომელთა დროსაც აუდიტორიის განწყობაზე ზრუნავენ ცნობილი და გამორჩეული უცხოელი თუ ადგილობრივი არტისტები.
მეტი
Incognito ფოტო: გიო მაჭავარიანი

ლეგენდარული ბენდი INCOGNITO Republic Event Hall-ის სცენაზე წარდგა

„იმ გახლეჩილ სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ერთად ვართ. სადაც ვმოგზაურობთ, სადაც ჩავდივართ და ვისთანაც კომუნიკაციას ვამყარებთ, ერთი რაღაცის საერთო ნაწილი ვხდებით. ბენდი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მუდამ იქნება ხალხი ვინც კვლავ იგრძნობს ამ ბენდის გულსა და სულს“.
მეტი
ფოტო: გიო მაჭავარიანი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ბრაზილიელი მუსიკოსი SANDAMI წარდგა

“რესპუბლიკა ივენთ ჰოლის” სცენაზე გამართულ კონცერტზე მან მსმენელს თავისი ენერგიული რეპერტუარი წარუდგინა, რომელიც სამბას და როკის ჟანრობრივი ელემენტების სინთეზით, გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებას ქმნის.
მეტი

ROUTE 94-ის კონცერტი  „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“

მუსიკალური საღამოს დაწყებამდე „Billboard საქართველომ” ROUTE 94-თან ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა თავის შემოქმედებით კარიერასა და მუსიკალურ ინსპირაციაზე ისაუბრა.
მეტი