SNL50, 2025 წლის გრემი და ოსკარის დაანონსებული დაჯილდოება ადასტურებს,  რომ 1960-იანი წლების მუსიკას კვლავაც დიდი გავლენა აქვს

როგორც აღმოჩნდა, ამერიკის წამყვან ტელეპროდიუსერებს სურთ, რაღაც საინტერესო იპოვონ ყველა თაობის მაყურებლისთვის. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი 1960-იანი წლების მუსიკის გავლენაა.
პოლ მაკარტნი Bowery Ballroom-ის სცენაზე. 2025 წლის 11 თებერვალი.
© MPL Communications Ltd/ Photographer: MJ Kim

მაყურებელმა ცნობილი შოუს SNL-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი იხილა.  SNL50: The Anniversary Special – ასე ერქვა სპეციალურ პროგრამას, რომელიც NBC-ის სატელევიზიო ეთერში 16 თებერვალს, სამსაათ-ნახევარი გადაიცემოდა. საკონცერტო პროგრამამ გააერთიანა რამდენიმე საკულტო სიმღერის ნომერი  მუსიკის უახლესი ისტორიის ხუთი ათწლეულიდან.  მაგრამ პროდიუსერებმა შოუს გახსნისა და დახურვისთვის 1960-იანი წლების მუსიკას მიანიჭეს უპირატესობა. შოუ პოლ საიმონმა და საბრინა კარპენტერმა გახსნეს Simon & Garfunkel-ის 1966 წლის კლასიკით – Homeward Bound. პოლ მაკარტნიმ კი კონცერტი დახურა ლეგენდარული ალბომის, Abbey Road-ის ფინალური სინგლების მიქსით.

ორი კვირით ადრე გამართულ გრემის დაჯილდოებაზე, ლედი გაგამ და ბრუნო მარსმა გრემის მფლობელი ჰიტი, Die With a Smile არ იმღერეს. არტისტებმა ლოს-ანჯელესის პატივსაცემად, რომელიც იანვარში ძლიერი ქარებისგან გაჩენილმა ხანძრებმა დააზარალა, Mamas and the Papas-ის 1966 წლის ჰიტი California Dreamin შეასრულეს.  

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ბობ დილანის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი A Complete Unknown რვა ნომინაციით არის წარდგენილი. ფილმი არტისტის ცხოვრებისა და შემოქმედების 1961-65 წლების პერიოდს ეხება. ეს პირველი ბიოგრაფიული ფილმია, რომლის სამი მსახიობი რეალური მუსიკოსის როლის შესრულებისთვის ოსკარზეა ნომინირებული. ესენი არიან: ტიმოთი შალამე (ბობ დილანი), ედვარდ ნორტონი (პიტ სიგერი) და მონიკა ბარბარო (ჯოან ბაეზი).  

ჯერჯერობით უცნობია, იმღერებს თუ არა ტიმოთი შალამე, დილანი (ან საუკეთესო შემთხვევაში – ორივე ერთად) ოსკარების ცერემონიაზე, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ პროდიუსერები ამაზე უკვე მუშაობენ.  

როგორც აღმოჩნდა, ამერიკის წამყვან ტელეპროდიუსერებს სურთ, რაღაც საინტერესო იპოვონ ყველა თაობის მაყურებლისთვის.  

მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი თავად 1960-იანი წლების მუსიკის გავლენაა. ეს იყო ეპოქა, როდესაც The Beatles, ბობ დილანი, The Brill Building, Motown, Stax, ბერტ ბაქარაქი და ჰელ დევიდი, არეტა ფრანკლინი, Simon & Garfunkel, The Who, The Beach Boys, The Rolling Stones და კიდევ ბევრი სხვა არტისტი თავის შემოქმედებით მწვერვალზე იყო და ერთმანეთის შთაგონებით ქმნიდნენ დიდებულ მუსიკას.  

ყველა თაობას სჯერა, რომ მათი ეპოქის მუსიკა საუკეთესოა, მაგრამ 1960-იანების თაობას ამის დამტკიცება არ სჭირდება.  საკმარისია, უბრალოდ ზემოთ ჩამოთვლილი მუსიკოსები და მათი შედევრები მოიყვანონ მაგალითად.  

საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლ მაკარტნიმ საკულტო ტელეგადაცემა Abbey Road-ის ფინალური მუსიკალური მიქსით დახურა. ამ მიქსში გაერთიანდა ნამუშევრები: Golden Slumbers, Carry That Weight და The End. 2012 წლის გრემის დაჯილდოებაზეც მაკარტნიმ სწორედ ამ სიმღერებით დაასრულა ცერემონია ბრიუს სპრინგსტინის, დეივ გროლისა და ჯო უოლშის თანხლებით.  

SNL50-ის სცენაზე Homeward Bound-ის შესრულებამდე პოლ საიმონსა და საბრინა კარპენტერს შორის მცირე დიალოგი შედგა.  „ეს სიმღერა ჯორჯ ჰარისონთან ერთად Saturday Night Live-ზე 1976 წელს შევასრულე,“ – გაიხსენა საიმონმა.  „მე მაშინ არ ვარსებობდი, არც ჩემი მშობლები…“ – უპასუხა კარპენტერმა, რომელიც 1999 წლის მაისში დაიბადა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Anana Kaye - Love is

Anana Kaye-ს ახალი სიმღერა Love is

შემდეგი სტატია

Creams & Bako ფოტო: ათუ გელოვანი; ირმა მჭედლიშვილი

ქართველი არტისტების Creams-ისა და Bako-ს  ერთობლივი კონცერტი ნიუ-იორკში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი