მადონა დონალდ ტრამპის „მეფის” პოსტს პასუხობს: „თუ ეს ხუმრობაა, არ მეცინება”

„გვყავს პრეზიდენტი, რომელიც თავს მეფეს ეძახის,” – წერს პოპის დედოფალი სოციალურ ქსელში.
მადონა
Pablo Porciuncula/AFP via Getty Images

მადონა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტივობების შესახებ საკუთარ შეხედულებას აზიარებს. პოპის დედოფალი ამჯერად თეთრი სახლის ოფიციალურ ანგარიშზე გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ჟურნალ Time-ის ყალბ ყდაზე სწორედ აშშ-ის პრეზიდენტია გამოსახული მეფის გვირგვინითა და წარწერით: „დღეგრძელობა მეფეს”.

პოსტმა, გასაგები მიზეზების გამო, კრიტიკა დაიმსახურა მათი მხრიდან, ვინც მასში თეთრი სახლის ირონია ამოიცნო, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელშიც ამერიკა დაარსდა. მათგან ერთ-ერთი მადონა იყო, რომელიც პოსტს საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ვფიქრობდი, რომ ეს ქვეყანა ევროპელებმა ააშენეს, რომლებიც მეფის მმართველობას გამოექცნენ, რათა შეექმნათ ახალი სამყარო, რომელსაც ხალხი მართავდა. ახლა კი გვყავს პრეზიდენტი, რომელიც თავს მეფეს ეძახის. თუ ეს ხუმრობაა, მე არ მეცინება,” – წერს მომღერალი. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მადონა ნეგატიურად გამოეხმაურა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. 2017 წელს, ტრამპის პირველი ინაუგურაციის შემდეგ, მუსიკოსმა ვაშინგტონის ქალების მარშზე შეკრებილ 500 000-ზე მეტ ადამიანს მიმართა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიყვარულის რევოლუციაზე, ჩვენს ამბოხსა და ქალების უარზე, მიიღონ ეს ტირანია, სადაც არა მხოლოდ ქალები არიან საფრთხეში, არამედ ყველა მარგინალიზებული ადამიანი; სადაც უნიკალური განსხვავებულობა ყოფნა შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. სიბნელის ეს საზარელი მომენტი გახდა საჭირო ჩვენს გამოსაღვიძებლად.”

ცოტა ხნის წინ კი მადონა გამოეხმაურა ტრამპის ბრძანებებს, რომლებიც მრავალფეროვნებისა და თანასწორობის, ასევე LGBTQIA+ თემის დაცვის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ძალიან რთულია, უყურო, როგორ გვართმევს ჩვენი ახალი მთავრობა ყველა იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ. არ შეწყვიტოთ ბრძოლა!”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Break Records – ახალი ლეიბლი ქართულ მუსიკალურ ბაზარზე

შემდეგი სტატია

სელენა გომესი და რეიჩელ კორინი ფილმში Spring Breakers Annapurna Pictures/Courtesy Everett Collection

სელენა გომესის ფილმი სახელწოდებით Spring Breakers IMAX-ში გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი