გასულ ზაფხულს, ნიუ იორკში, საგ ჰარბორის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერმა მაიკლ არკინსონმა გრემის მფლობელი მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის დროს დააკავა.
TMZ-ის ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა რობ დრეიკმა მაიკლ არკინსონი დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ოფიცრად დაასახელა და აღნიშნა, რომ მან ამ ფაქტით მყისიერი დადებითი გავლენა იქონია, როგორც პოლიციის დეპარტამენტზე, ასევე საზოგადოებაზე.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ნასვამ მდგომარეობაში 2024 წლის 17 ივნისს დააკავეს, როდესაც პოლიციამ შენიშნა, რომ მან საგ ჰარბორში, მანქანის მართვისას, შუქნიშანთან გაჩერება ვერ მოახერხა, საჭე ვერ დაიმორჩილა და საკუთარი ზოლის მიმართულება შეცვალა.
პოლიციელმა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნა, რომ „ბრალდებული ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რაც მისი სისხლჩაქცეული თვალებით და ალკოჰოლის მძაფრი სუნით გამოვლინდა. მას ყურადღება ეფანტებოდა, ჰქონდა შენელებული მეტყველება და სტანდარტული ტესტიც ვერ ჩააბარა.”
როგორც ამბობენ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა პოლიციის ოფიცერს დაკავებისას უთხრა, „მხოლოდ ერთი მარტინი დავლიე და სახლში მეგობრებს გამოვყევი.“
მომღერლის ადვოკატმა აღნიშნული ბრალდება გააპროტესტა და განაცხადა, რომ მისი კლიენტი დაკავების დროს ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
სექტემბერში, ჯასტინ ტიმბერლეიკმა სასამართლოსთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თავდაპირველად იგი ბრალს უარყოფდა, აღიარების შემდეგ კი სასამართლომ მომღერალს 500 დოლარიანი ჯარიმა, დამატებით 260 დოლარის ოდენობის გადასახადი და 25 საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა.