Lady Gaga ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ნანატრი მეშვიდე სტუდიური ალბომით Mayhem-ით ბრუნდება. ალბომი Interscope Records-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია.
Lady Gaga პოპ-მუსიკაში სრულფასოვნად დაბრუნდა, იგი ახალ პროდიუსერებთან თანამშრომლობს. მათ შორის ენდრიუ უატი, Cirkut და მისი საქმრო პოლანსკი არიან. პოპვარსკვლავები პროდიუსერებთან ერთად თანამედროვე მუსიკაში ახალ ხელწერას ქმნიან.
მრავალფეროვანი და ხშირად ეკლექტური ჟანრების შერწყმით, Lady Gaga დისკოს ენერგიული ჟღერადობის, ინდუსტრიული მუსიკის ელემენტების, ხმაურიანი როკისა და საცეკვაო პოპის სინთეზს ქმნის.
6 მარტს, Billboard-თან ინტერვიუში Lady Gaga-მ ალბომის შთაგონებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პოპ-სცენაზე ქაოსის შემოტანა სურდა.
„ჩემს კარიერაში ყოფილა პერიოდი, როდესაც ჩანაწერებთან კონცეპტუალური მიდგომა მქონია. ეს ალბომი თავიდან ბოლომდე ისე შეიკრა, თითქოს ცალკეული ნაწილები ერთმანეთს ბუნებრივად შეერწყა. არ მინდოდა მისი ხელოვნურად შექმნა, უბრალოდ მუსიკას მივყევი, ამას რომ ვაკეთებდი, ჩემი ადრეული ნამუშევრები მახსენდებოდა.” – ამბობს მომღერალი.
Lady Gaga-ს ალბომს 2025 წელს წარმოუდგენელი წარმატება მოჰყვა. მისი კოლაბორაცია ბრუნო მარსთან – სიმღერით Die With a Smile მსოფლიო ჰიტად იქცა და Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს 5 კვირის განმავლობაში იკავებდა. ეს სინგლი Lady Gaga-ს კარიერაში 2011 წლის Born This Way-ს შემდეგ მეორე, ყველაზე ხანგრძლივი ნომერ პირველი ჰიტია. საბოლოოდ, Lady Gaga-მ და ბრუნო მარსმა საუკეთესო პოპ-დუეტისა და ჯგუფური შესრულების კატეგორიაში გრემი დაიმსახურეს.
მოისმინეთ Lady Gaga-ს ახალი ალბომი Mayhem: