Empire Of The Sun-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

დაგეგმილი მუსიკალური შოუ Empire Of The Sun-ის პირველი კონცერტია საქართველოში.
Empire Of The Sun
Black Sea Arena

27 აგვისტოს Black Sea Arena-ს ეზოში მდებარე Front Stage ავსტრალიურ ელექტრო-პოპ დუეტს, Empire Of The Sun-ს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება.  

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, ფასი 180 ლარია. მომხმარებლებს, რომლებიც ფლობენ Starring Card-ს, ბილეთების შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ასევე, დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შეთავაზებით – „გადაანაწილე“. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია tkt.ge-ზე.

კონცერტის ფარგლებში მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ მათთან ფოტო და მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები ხელმოწერით. ამისთვის საჭიროა სპეციალური პაკეტების შეძენა, რომელთა ღირებულება 670 და 1100 ლარია. ამ პაკეტებზე Starring Card-ის ფასდაკლება არ ვრცელდება.  

Empire Of The Sun 2008 წელს შეიქმნა. მისი  დებიუტი შედგა ალბომით – Walking on a Dream. ჯგუფის ცნობილი ჰიტებია Walking on a Dream და We Are the People.  მათი მუსიკა ელექტრონული ჟღერადობის, როკისა და პოპის ელემენტებს აერთიანებს.  

დუეტის წევრები, ლუკ სტილი და ნიკ ლიტლმორი, სხვადასხვა დროს ისეთ პროექტებში მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Pnau და The Sleepy Jackson. შარშან Empire Of The Sun მუსიკალურ სივრცეში დაბრუნდა ახალი სტუდიური ალბომით – Ask That God და ევროპის ტურნეც დაიწყო.  

კონცერტი Starring Georgia-ს ფარგლებში იმართება. Starring Georgia-ს 2025 წლის სეზონს 30 მაისს Guns’N Roses გახსნის.

კონცერტის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

შემდეგი სტატია

Mariam Shengelia - Freedom | Georgia 🇬🇪 | Official Music Video

მარიამ შენგელიას ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი