მარიამ შენგელიას ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

ევროვიზიაზე მარიამ შენგელია სიმღერა Freedom-ს წარადგენს
Mariam Shengelia - Freedom | Georgia 🇬🇪 | Official Music Video
Mariam Shengelia – Freedom | Georgia | Official Music Video

14 მარტს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, მარიამ შენგელიას სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა შედგა. 

2025 წლის რიგით 69-ე კონკურსს საქართველოდან მარიამ შენგელია წარადგენს სიმღერით Freedom მუსიკალურ ვიდეოკლიპში და სიმღერაში აქცენტი თავისუფლებაზე და ქვეყნის წარმოჩენაზეა  გაკეთებული.  კლიპში ტრადიციული ქართული ცეკვაა ასახული, რომელიც  ქართული კულუტურის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მასში კი ანსამბლი „ერისიონის” მოცეკვავეები იღებენ მონაწილეობას.

სიმღერა Freedom ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს.

მარიამ შენგელიას ფართო აუდიტორია იცნობს მუსიკალური კონკურსებიდან „X ფაქტორი” „ვოისი” და  „საქართველოს ვარსკვლავი”. ამასთან, იგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სატელევიზიო მუსიკალურ გადაცემებში. მღერის ბენდში „მიქსატურა” და აქტიურად ატარებს კონცერტებს სხვადასხვა რეგიონში. წელს მარიამ შენგელია საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში წარდგება, კონკურსი კი  13, 15 და 17 მაისს გაიმართება

ნახეთ მარიამ შენგელიას ევროვიზიის სიმღერა და ვიდეორგოლი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Empire Of The Sun-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი