Oasis-ის 2025 წლის საკონცერტო ტურის დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი Peaky Blinders-ის შემქმნელი სტივენ ნაითი იქნება

დოკუმენტურ ფილმს დილან საუზერნი და უილ ლავლეისი გადაიღებენ.
Oasis
Simon Emmett/Press

ჯერ კიდევ უცნობია, ვინ შეუერთდება ლიამ და ნოელ გალაგერებს სცენაზე Oasis-ის ხმაურიანად დაანონსებული 2025 წლის ტურის დროს. თუმცა ცნობილია, რომ მაყურებელი ამ მუსიკალური მოვლენის შესახებ  გადაღებულ საკონცერტო ფილმს იხილავს. 

ჯგუფმა 13 მარტს ოფიციალურად განაცხადა, რომ Oasis Live ’25 ტურზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ფილმის  შემქმნელი BAFTA-სა და ოსკარზე ნომინირებული სცენარისტი, პროდიუსერი სტივენ ნაითი იქნება. ნაითის სახელი დაკავშირებულია ისეთ პროექტებთან, როგორებიცა: Peaky Blinders, Spencer, Dirty Pretty Things. ცნობილია Oasis Live ’25-ის რეჟისორებიც – კონცერტის დოკუმენტურ ფილმს დილან საუზერნი და უილ ლავლეისი გადაიღებენ. 

Oasis Live ’25-ის  გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია და არც მისი შინაარსის შესახებ გაჟღერებულა დამატებითი დეტალები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას Sony Music Vision გაავრცელებს.  

მსმენელები მოუთმენლად ელოდებიან ტურთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეს, განსაკუთრებით იმას, თუ ვინ დაუკრავს ლიამთან და ნოელთან

ერთად. ამ კვირის დასაწყისში NME-მ მკითხველს აუწყა, რომ „ჯგუფთან და ტურთან დაახლოებულ წყაროებზე” დაყრდნობით ინფორმაცია მოიძია. გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ჯგუფის ახალი შემადგენლობა იყო დასახელებული, თუმცა ლიამმა ეს ინფორმაცია მყისიერად უარყო.  

„NME, მითხარით, ვინ არიან თქვენი  წყაროები? ვინც Oasis-ის ამბებს გაწვდით და სანაცვლოდ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოგცემთ მომავალი Oasis-ის ტურის შესახებ,” – დაწერა ლიამმა სოციალურ ქსელში. ცოტა ხნის შემდეგ არტისტმა დაამატა: „ჩემთვის ლაინაფის წარდგენა პრობლემა არ არის, ამას ერთ წუთში გეტყვით. უფრო ის მაწუხებს, რომ აქ წერია „ჯგუფთან და ტურთან დაახლოებული წყარო”.

როგორც ყოველთვის, ლიამმა ჩვეულ ირონიას არ უღალატა და იმ მუსიკოსების სია დაასახელა, რომლებიც, თითქოსდა, სცენაზე იქნებოდნენ: „ტონი მაკი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ალან უაითი – ბასი, ზაკი – სოლო გიტარა, კრის შაროკი – კლავიშები.”

გულშემატკივრებმა მაშინვე გააცნობიერეს, რომ ეს ხუმრობა იყო, რადგან ამ სიაში ყველა მუსიკოსი სინამდვილეში Oasis-ის ყოფილი დრამერია. „ძალიან მაგარი ბენდი გამოვიდა,” – აღნიშნა ლიამმა.  

ჯგუფმა ამ დროისთვის უკვე გამოაცხადა Live ’25 ტურის 40 თარიღი. პირველი კონცერტი 4 ივლისს, უელსში, კარდიფის Principality Stadium-ში გაიმართება. ამ სივრცეში ორი შოუ ჩატარდება. შემდეგ Oasis ბრიტანეთის მასშტაბით გამართავს კონცერტებს, 24 აგვისტოს კი ჩრდილოეთ ამერიკაში გადაინაცვლებს.  კონცერტები გაიმართება ასევე მექსიკაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

შემდეგი სტატია

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი