კანიე უესტმა ახალი სიმღერა გამოსცა, რომელშიც ქალიშვილი ნორს უესტი და Diddy მონაწილეობენ

სიმღერა Lonely Roads Still Go to Sunshine 15 მარტს პლატფორმა X-ზე დაიდო.
კანიე უესტი და ბიანკა სენსორი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Matt Winkelmeyer/Getty Images for The Recording Academy

კანიე უესტმა ახალი სიმღერა გამოსცა, რომელშიც თავისი ქალიშვილი ნორს უესტი და Diddy მონაწილეობენ. სიმღერა, სახელწოდებით Lonely Roads Still Go to Sunshine, 47 წლის რეპერმა 15 მარტს პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

„Lonely Roads Still Go to Sunshine – პაფ დედის ახალი სიმღერა, რომელშიც მისი ვაჟი KING COMBS და ჩემი ქალიშვილი ნორს უესტი მონაწილეობენ, ასევე Yeezy-ს ახალი არტისტი ჩიკაგოდან – ჟასმინ უილიამსი,” – დაწერა რეპერმა. 

ხუთწუთიანი სიმღერა იწყება დიალოგით, რომელიც, როგორც ჩანს, კანიესა და Diddy-ს სატელეფონო საუბარია:

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ჩემს შვილებზე ზრუნავ,” – ისმის Diddy-ს ხმა. „არავინ ეხმიანება მათ, არავინ ურეკავს.” კანიე კი პასუხობს: „ძალიან მიყვარხარ. შენ გამზარდე – მაშინაც კი, როცა არ გიცნობდი. ხვდები, ხომ რასაც ვამბობ?”

სიმღერაში უესტის 11 წლის ქალიშვილი ნორსიც მონაწილეობს, რომელიც რეპავს: „ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ეს არის მთავარი ცხოვრებაში.”

Lonely Roads Still Go to Sunshine-ის გამოცემამდე უესტმა მისი და ნორსის დედის, კიმ კარდაშიანის დიალოგის უკვე წაშლილი ფოტოები გააზიარა. TMZ-ის ცნობით, ტექსტებში კარდაშიანი ყოფილ მეუღლეს წერდა, რომ მან მათი ქალიშვილის სახელი დააპატენტა იმისთვის, რომ ამ სიმღერის გამოშვება დაებლოკა. 

„მე გკითხე, თუ შემეძლო მისი სახელის დაპატენტება. შენ დამეთანხმე. როცა 18 წლის გახდება, ყველაფერი მის ხელში გადავა. ასე რომ, გაჩერდი,” – წერდა, გადმოცემის თანახმად, კარდაშიანი. „მე გავგზავნე დოკუმენტები, რათა მან ვერ შეძლოს Diddy-ს სიმღერაში მონაწილეობა და დავიცვა ის. პატენტი ერთ ადამიანს უნდა ჰქონდეს და ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი შვილების სახელების განმკარგველი მე ვიქნებოდი იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს მათი გამოყენება.” 

უესტი კი პასუხობდა: „მომეცი, თორემ ომს დავიწყებ და ამ საჯარო დაცემიდან ვერც ერთი ჩვენგანი ვეღარ აღდგება. ჩემი მოკვლა მოგიწევს.” 

ცოტა ხნის წინ რეპერმა სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი ანტისემიტური განცხადებები გამოაქვეყნა. მან ასევე მხარი დაუჭირა Diddy-ს და დონალდ ტრამპს მისი განთავისუფლება სთხოვა: „თავისუფლება პაფს. დონალდ ტრამპ, გთხოვ, გაათავისუფლე ჩემი ძმა პაფი.”

ახალი სიმღერის გარდა, უესტმა X-ზე ფოტოც დადო, რომელიც, მისი თქმით, მომავალი ალბომის ქავერი იქნება. ფოტოზე შავ ფონზე წითელი „სვასტიკაა” გამოსახული. ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფოტო ალბომს Bully, რომელიც რეპერმა წლის დასაწყისში დააანონსა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Playboi Carti-ს ახალმა ალბომმა „სპოტიფაის” რეკორდი მოხსნა

შემდეგი სტატია

2025 წლის საბავშვო და საოჯახო Emmy-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lady Gaga Frank Lebon

Lady Gaga-ს MAYHEM-ის დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზეა

Lady Gaga-ს ალბომი MAYHEM მისი მეშვიდე №1 ალბომია, რომელიც ქალ არტისტებს შორის წლის ყველაზე წარმატებული სტრიმინგ კვირის ალბომად დასახელდა.
მეტი
კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი