Lady Gaga-ს MAYHEM-ის დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზეა

Lady Gaga-ს ალბომი MAYHEM მისი მეშვიდე №1 ალბომია, რომელიც ქალ არტისტებს შორის წლის ყველაზე წარმატებული სტრიმინგ კვირის ალბომად დასახელდა.
Lady Gaga Frank Lebon
Lady Gaga Frank Lebon

Lady Gaga-ს ალბომმა MAYHEM Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.  ეს მისი რიგით მეშვიდე ალბომია, რომელიც ჩარტის ლიდერი გახდა.

Luminate-ის მონაცემებით, 13 მარტის კვირაში ალბომმა ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ Lady Gaga ქალ არტისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად დასახელდა. 

გარდა ამისა, MAYHEM არტისტის კარიერაში ყველაზე წარმატებული სტრიმინგ-რელიზი გახდა.

Lady Gaga-ს წარმატებული ალბომების სერია გრძელდება. მანამდე Billboard 200-ის ჩარტში Lady Gaga უკვე ექვსჯერ იყო ლიდერი შემდეგი ალბომებით: Chromatica (2020), A Star Is Born საუნდტრეკი (ბრედლი კუპერთან ერთად, 2018) Joanne (2016) Cheek to Cheek (Tony Bennett-თან ერთად), ARTPOP (2013),  Born This Way (2011).

საერთო ჯამში, MAYHEM Lady Gaga-ს მე-11 ალბომია, რომელიც Billboard 200-ის ტოპ 10-ეულში მოხვდა. მისი დებიუტი 2008 წელს ალბომით The Fame შედგა, რომელმაც საბოლოოდ, 2010 წელს,  Billboard 200-ში მეორე ადგილი დაიკავა.

Billboard 200-ის ტოპ 10-ეულში ასევე შედგა JENNIE-ს დებიუტი. იგი  K-pop ბენდის BLACKPINK-ის მესამე წევრია, რომელიც  Billboard 200-ის ტოპ 10-ში სოლო ალბომით მოხვდა. JENNIE ჩარტში მისი სოლო ნამუშევრით  Ruby – მეშვიდე ადგილზეა.

Billboard 200 ჩარტი აშშ-ში ყველაზე პოპულარულ ალბომებს  Luminate-ის მონაცემებზე დაყრდნობით აერთიანებს. რეიტინგი მრავალ ასპექტს მოიცავს. ესენია: ალბომის გაყიდვა, TEA – ტრეკების ეკვივალენტური გამოთვლა ალბომებთან მიმართებაში, SEA – სტრიმინგის ეკვივალენტობა და ა.შ.

Lady Gaga-ს ალბომი MAYHEM-მი ქალ არტისტებს შორის წლის ყველაზე დიდ დებიუტად იქცა.  MAYHEM-მა პირველივე კვირაში 219 000 ეკვივალენტური ალბომის ერთეული დააგროვა, რაც მოიცავს: 136 000 გაყიდულ ალბომს. ეს შედეგი 2025 წელს ქალ არტისტებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  Lady Gaga-ს წინამორბედი ამ მხრივ საბრინა კარპენტერი იყო ალბომით Short n’ Sweet, რომელმაც 362 000 ერთეულით 2024 წლის 7 სექტემბრის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

Billboard-ის სრული ჩარტი 22 მარტისთვის გამოქვეყნდება და 18 მარტიდან ხელმისაწვდომი იქნება billboard.com-ზე.

Lady Gaga-ს ალბომის MAYHEM გამოსვლა ოფიციალურად 27 იანვარს დაანონსდა და 7 მარტს გამოვიდა. ალბომს წინ Billboard Hot 100-ის ტოპ – 40-ში სამი სინგლი უძღოდა. Disease – №27 (ნოემბერი 2024), Die With a Smile (დუეტი ბრუნო მარსთან), რომელიც №1 ადგილს 5 კვირის განმავლობაში იკავებდა და Abracadabra – №13 თებერვალი 2025. 

Lady Gaga-ს საკმაოდ კარგად ჰქონდა დაგეგმილი ალბომის გამოცემის მასშტაბური პრომო კამპანია,  მათ შორის, ინტერვიუების მთელი რიგი ჩამონათვალი: 5 მარტს იგი Apple Music-ში Zane Lowe-სთან იყო, 6 მარტს Spotify-ის Little Monsters Press Conference-ის ლაივსტრიმზე, 8 მარტს NBC-ის შაბათის ღამის შოუს წამყვანი და მუსიკალური სტუმარი, მანამდე კი იყო FireAid-ის საქველმოქმედო კონცერტი (30 იანვარი, ლაივსტრიმი), CBS-ის Grammy Awards-ის ცერემონია (2 თებერვალი), Hot Ones (13 თებერვალი) NBC-ის SNL 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი,  (16 თებერვალი), Vanity Fair-ის შოუ – სიცრუის დეტექტორის ტესტი (19 თებერვალი).

ამით Lady Gaga-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი სენსაციის მოხდენა შეუძლია, როგორც შემოქმედებით ასევე კომერციულ სფეროში.

ალბომ MAYHEM-ის პირველი კვირის გაყიდვებიდან 74 000 ვინილი გაიყიდა, რაც არტისტის კარიერაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

Lady Gaga პარალელურად მსოფლიო ტურნესთვის ემზადება, სადაც იგი დიდ სცენებზე წარდგება მსმენელის წინაშე: Coachella Valley Music and Arts Festival – მთავარი გამომსვლელი  (11 და 18 აპრილი), მად მეხიკოში დაგეგმილი აქვს ორი კონცერტი (26-27 აპრილი), რიო დე ჟანეირო – უფასო კონცერტი კოპაკაბანას სანაპიროზე (3 მაისი) და სინგაპურში – ოთხი კონცერტი (18, 19, 21 და 24 აპრილი).

Billboard 200-ზე პირველი ექვსეული ასე გამოიყურება:

Lady Gaga  –  MAYHEM (219 000)

კენდრიკ ლამარი  – GNX (81 000; -10%)

PARTYNEXTDOOR & Drake  – $ome $exy $ongs 4 U (79 000; -13%)

SZA –  SOS (69 000; -7%)

საბრინა კარპენტერი  – Short n’ Sweet (61 000; -5%)

რაც შეეხება დამოუკიდებელ მონაცემთა კომპანია Luminate-ს, იგი  Billboard-ის ჩარტებს აწვდის მონაცემებს, რის შემდეგაც მათი გადამოწმება და ანალიზი ხდება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეტალი ცალკეულ შემოწმებას გადის. ხდება საეჭვო და დასაზუსტებელი მონაცემების გაცხრილვა და საბოლოო შედეგები მხოლოდ სანდო წყაროზე დაყრდნობით ქვეყნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky ფესტივალ Rolling Loud California 2025-ის სცენაზე ვერტმფრენით გამოჩნდა

შემდეგი სტატია

Playboi Carti-მ Evil J0rdan-ის ოფიციალური ვიდეოკლიპი გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი