Playboi Carti-ს ახალმა ალბომმა „სპოტიფაის” რეკორდი მოხსნა

ალბომი I Am Music 14 მარტს გამოვიდა.
Playboi Carti
Matthew Salacuse

Playboi Carti-ს ახალ ალბომს სტრიმინგ პლატფორმებზე შთამბეჭდავი დასაწყისი აქვს. 2025 წლის ამ ეტაპის მონაცემებით, გამოშვების შემდეგ (14 მარტი) რეპერის მესამე სტუდიური ალბომი I Am Music ერთ დღეში ყველაზე ხშირად დასტრიმული ალბომი გახდა. 

„Carti-ს MUSIC-მა უკვე ისტორია დაწერა,” – განაცხადა „სპოტიფაიმ” პლატფორმა X-ზე.

ალბომის გამოცემამდე „სპოტიფაიმ” მთავარ ქალაქებში, როგორებიცაა ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი და მაიამი, ბილბორდებიც განათავსა წარწერებით: „ქუჩები მზადაა”, „ბოდიში დაგვიანებისთვის” და  “I AM MUSIC MF”.

ალბომამდე რეპერმა სინგლი All Red გამოსცა, რომელმაც Billboard Hot 100-ში მე-15, R&B/ჰიპ-ჰოპ ჩარტში კი მე-3 პოზიცია დაიკავა. Carti-მ რამდენიმე კომპოზიცია დადო თავის იუთუბისა და ინსტაგრამის ანგარიშებზეც, მათ შორის იყო „2024”, H00DBYAIR და BACKR00MS ტრევის სკოტის მონაწილეობით.

I AM MUSIC ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. მასში მონაწილეობენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Young Thug, ტრევის სკოტი, Future, კენდრიკ ლამარი, The Weeknd, Lil Uzi Vert, Skepta და ტაი დოლა საინი. შთამბეჭდავია ასევე პროდიუსერთა სიაც, რომელთა შორის არიან: Cardo, Metro Boomin, Southside, F1lthy, კანიე უესტი, კეშ კობეინი და Ojivolta.

30-სიმღერიანი ჩანაწერი, რომელსაც ფანები დიდხანს ელოდნენ, ხუთი წლის შემდეგ გამოვიდა Carti-ს ბოლო ალბომიდან Whole Lotta Red, რომელიც Billboard 200-ისა და  R&B/ჰიპ-ჰოპ ჩარტების ლიდერი გახდა. 2020 წლის ალბომში მონაწილეობდნენ კანიე უესტი, Go2DaMoon, Kid Cudi და Future.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერის თქმით, ის „თაღლითობის” განცდით იტანჯება: „თავს ყოველთვის უღირსად ვგრძნობდი”

შემდეგი სტატია

კანიე უესტმა ახალი სიმღერა გამოსცა, რომელშიც ქალიშვილი ნორს უესტი და Diddy მონაწილეობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lady Gaga Frank Lebon

Lady Gaga-ს MAYHEM-ის დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზეა

Lady Gaga-ს ალბომი MAYHEM მისი მეშვიდე №1 ალბომია, რომელიც ქალ არტისტებს შორის წლის ყველაზე წარმატებული სტრიმინგ კვირის ალბომად დასახელდა.
მეტი
კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი