მაილი საირუსი ახალ მუსიკალურ ეპოქას აანონსებს

ვარსკვლავმა ადრე აღნიშნა, რომ მისი მომდევნო პროექტი Pink Floyd-ისგან არის შთაგონებული.
მაილი საირუსი 2025 წლის 2 მარტი, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია. ფოტო: ჩად სალვადორი
მაილი საირუსი 2025 წლის 2 მარტი, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია. ფოტო: ჩად სალვადორი

მაილი საირუსის გულშემატკივრებისთვის რაღაც ახალი და მშვენიერი ახლოვდება. პოპვარსკვლავმა, როგორც ჩანს, ახალი მუსიკალური ეპოქის დასაწყისი დააანონსა. მის ვებსაიტზე, სოციალურ ქსელებში და პლაკატებზე ახალი ვიზუალები გამოჩნდა.

ინსტაგრამზე საირუსის ახალი შავ-თეთრი პროფილის ფოტო განთავსდა, რომელშიც მომღერალი ავანგარდულ თავსაბურავშია გამოწყობილი და კამერისკენ იყურება, თუმცა  სახე კონტრასტული ჩრდილებით სრულად დაფარულია. იგივე ფოტო განთავსებულია Hannah Montana-ს ვარსკვლავის ვებსაიტზეც, ხოლო გულშემატკივრებმა  მაილი საურისის პლაკატები ქუჩაშიც აღმოაჩინეს. 

პლაკატებზე და ვებსაიტზე ორსიტყვიანი ფრაზა წერია, რომელიც გულშემატკივრების ვარაუდით, მაილი საირუსის მომავალი ალბომის სახელია. დიდი, თეთრი ასოებით გამოყვანილი ტექსტი ასე იკითხება: SOMETHING BEAUTIFUL (რაღაც მშვენიერი).

მაილი საირუსის უკანასკნელი ალბომი  2023 წლის Endless Summer Vacation არის,  რომელიც  Billboard 200-ის ჩარტში მესამე ადგილზე პოზიციონირებდა. სწორედ ამ ალბომშია შესული მისი ჰიტი Flowers, რომელიც Billboard Hot 100-ის პირველ პოზიციაზე რვა კვირა იმყოფებოდა. სიმღერამ მაილის 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე პირველი გამარჯვება მოუტანა, სადაც მან წლის ჩანაწერის და საუკეთესო პოპ სოლო შესრულების კატეგორიებში მიიღო გრემი.

მომღერალმა ნოემბერში Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში მომავალი ალბომის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ  ვიზუალურ ალბომზე მუშაობს, რომელიც Pink Floyd-ის The Wall-ის შთაგონებით იქმნება. „მაგრამ ეს უფრო გლამურული და პოპ-კულტურით გაჯერებული იქნება.” – აღნიშნა მაილი საირუსმა.

„ეს პროექტი ჩემ გულთან ძალიან ახლოს დგას,  ალბომის ვიზუალური კომპონენტი მის ჟღერადობას  განსაზღვრავს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეულ სიმღერას ჰქონოდა საამო ჟღერადობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ნგრევას, გულისტკივილს ან სიკვდილს ეხებოდეს, მათი ვიზუალი მაინც ლამაზია, რადგან ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებსაც თავიანთი სილამაზე ახლავს.“ – აღნიშნა მაილი საირუსმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

FlowFlow – პლატფორმა, რომელმაც საქართველოში რეპ ბეთლის კულტურა შექმნა

შემდეგი სტატია

2025 წლის iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი