18 მარტს კანიე უესტმა სოციალურ ქსელ X-ზე Playboi Carti-სა და მისი შემოქმედებითი კოლაბორატორების წინააღმდეგ შეტევების სერია წამოიწყო.
თავდაპირველად, YE-მ (კანიე უესტი) უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ Playboi Carti-მ, სავარაუდოდ, მასთან თანამშრომლობით შექმნილი ნამუშევრის ვერსია ახალი ალბომიდან ამოიღო. განსაკუთრებით კი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ Carti-მ კიმ კარდაშიანის მიერ ალბომის გარეკლამების შემდეგ, Ye-ს ქალიშვილის, ნორსის ვოკალზე ნებართვა მოითხოვა.
„გადავწყვიტე, რომ ნორსი Carti-სთან ერთად სიმღერას არ ჩაწერს. როგორია, როცა ალბომიდან მხსნიან და შემდეგ კიმს სთხოვენ ჩემი შვილის ვოკალზე ნებართვას? არ მაინტერესებს ეს ინდუსტრიული თამაში,” – დაწერა Ye-მ. „როცა შვილებს ეხება საქმე, საბოლოო სიტყვა კაცმა უნდა თქვას და სულ არ მანაღვლებს, რას ფიქრობთ ამის შესახებ.”
Ye პოსტების გავრცელებისას, Carti-ს ყოფილ შეყვარებულს, იგი აზალიას და მის ვაჟს, Onyx-საც შეეხო: „მინდა, რომ Onyx-ის ვოკალი ჩემს სიმღერაში გამოვიყენო,”– მიმართა კანიე უესტმა იგის. „ალბომიდან ამოღების თემაზე ჯერ ჩუმად ვიყავი, მაგრამ ჩემ ყოფილთან მისვლა და ჩემი შვილის ვოკალის გამოყენებაზე ნებართვის თხოვნა უკვე მეტისმეტია. ჩემთან თამაში არავის გაუვა!” – წერს უესტი.
ამის შემდეგ აზალიამ Ye-ს პოსტს უპასუხა: „Ye, მესმის, რისი თქმა გინდა. ამას თავაზიანად ვამბობ, როგორც დედა: – გთხოვ, ჩემს შვილს თავი დაანებე. Carti-ს სხვა შვილებიც ჰყავს, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩემი ვაჟი ხდება მუდმივი თავდასხმების სამიზნე იმ კაცის გამო, ვისთანაც მას არავითარი ურთიერთობა არ აქვს.”
მან ასევე აღნიშნა, რომ Onyx ჯერ ბავშვია, მაგრამ ასეთი პოსტები ციფრულ მემკვიდრეობად რჩება და შესაძლოა, მომავალში ინტერნეტში არასასიამოვნო რეალობა დახვდეს.
ამის შემდეგ, Ye-მ ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ კენდრიკ ლამარის ცნობილი ტრეკი Not Like Us „სძულს“.
უესტი ასევე შეეხო Pusha T-სა და Ty Dolla $ign-ს: „არავის ვაპატიებ! ამ ინდუსტრიაში უამრავი ადამიანის წარმატებაში დიდი წვლილი მაქვს შეტანილი!“ – დაწერა უესტმა. Ye-მ ასევე აღნიშნა, რომ მისი კარიერული დაღმასვლა ანტისემიტური განცხადებების გამო დაიწყო: „Pusha T ამბობს, რომ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს არ ეთანხმება… ძმაო, მეზიზღება ყველა ის ადამიანი, ვისთანაც სიმღერებს ვაკეთებდი! Ty-ს საერთოდ არ უნდა ეხსენებინა „სიძულვილის ენის“ თემა. ამ ინდუსტრიაში ყველა მონაა!”
Ye-მ ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც Kid Cudi-ს, Playboi Carti-ს, ტრევის სკოტსა და ვირჯილ აბლოს ეხუტება. YE ამტკიცებს, რომ ყველა მათგანმა ზურგი აქცია მას შემდეგ, რაც სკანდალებში გაეხვია.
შემდეგ, უესტმა Tyler, the Creator-ზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მას არასდროს შეუქმნია ღირებული, დასამახსოვრებელი სიმღერა. უესტმა ისიც გაიხსენა, რომ Future-მა და Metro Boomin-მა მას Like That-ის რემიქსზე ერთობლივად მუშაობა შესთავაზეს და შემდეგ უარი უთხრეს.
„მას არასდროს შეუქმნია დასამახსოვრებელი სიმღერა. თითქოს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, გარდა იმისა, რომ კარგი ტექსტები და ტრეკები ჰქონდეს. მისი ბოლო ალბომი მთლიანად ჩემი სტილის ასლი იყო!*“ – დაწერა უესტმა თავის კოლაბორატორებზე.
Billboard-მა კომენტარისთვის მიმართა Future-ს, Pusha T-ს, Ty Dolla $ign-ს, Playboi Carti-ს, კენდრიკ ლამარს, ტრევის სკოტსა და Tyler, the Creator-ს.
ამ ყველაფრის ფონზე, Ye-მ ახალი სიმღერა – Lonely Roads Still Go to Sunshine გამოუშვა, სადაც, როგორც ჩანს, Diddy და მისი ქალიშვილი ნორსი მონაწილეობენ. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ კარდაშიანმა შვილის სახელის სავაჭრო ნიშანზე განაცხადი შეიტანა, რათა ამ ტრეკის გამოშვება შეეჩერებინა.