Lady Gaga ახალ საცეკვაო ტრენდს შეუერთდა, რომელიც მის ახალგამოცემულ ალბომთან არის დაკავშირებული. ვარსკვლავმა TikTok-ზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც ალბომის ერთ-ერთი სიმღერის, Zombieboy-ის მუსიკა ჟღერს. კადრებში კი Lady Gaga ვირუსული ცეკვის ტრენდულ მოძრაობებს იმეორებს.
„ეს მეც უნდა გამეკეთებინა, რადგან ამას თქვენც აკეთებთ! #MAYHEM“ – დაწერა პოსტში არტისტმა.
@ladygaga So happy MAYHEM is finally out 🥺
♬ Vanish Into You – Lady Gaga
სიმღერა Zombieboy ალბომ MAYHEM-ში იმ ათი სიმღერის შორისაა შესული, რომელიც უახლეს Billboard Hot 100-ის ჩარტში მოხვდა.
„ყველა იმ არტისტს, ვისაც ოდესმე უთხრეს, რომ განსხვავებულია, რთული ან ზედმეტი – გთხოვთ, არასოდეს შეიცვალოთ. გაარღვიეთ ჩარჩოები. სამყაროს არ სჭირდება კიდევ ერთი ასლი. მას თქვენი ორიგინალურობა სჭირდება.“ – თქვა Lady Gaga-მ ემოციურ სიტყვით გამოსვლაში.