მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

2022 წლის ოსკარის დაჯილდოება უილ სმიტისთვის ზღვა ემოციებით სავსე ცერემონიად იქცა, ამ წელს მან საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა ფილმისთვის King Richard, მაგრამ ამავე დროს, სცენაზე სკანდალური ინციდენტიც მოხდა, როდესაც წამყვან კრის როკს მისი მეუღლის, ჯადა პიკეტ-სმიტის შესახებ ხუმრობის გამო სახეში სილა გაარტყა.

ამის შემდეგ უილ სმიტს ოსკარის დაჯილდოებაზე 10 წლით აეკრძალა დასწრება, მსახიობსა და რეპერს ჰქონდა გასაჩივრების უფლებაც. 24 მარტს უილ სმიტს  Associated Press შეხვდა, სადაც მან

საკუთარ ქმედებებზე იმსჯელა.:

„ვეცდები, ვიყო საუკეთესო ადამიანი და რადაც არ უნდა დამიჯდეს მივიღებ იმას რაც გზაზე წინ დამხვდება.” – განაცხადა უილ სმიტმა.

უილ სმიტმა ინციდენტის შემდეგ   კინოსამსახიობო ხელოვნების და მეცნიერების აკადემია დატოვა და კრის როკს საჯაროდ მოუხადა ბოდიში. 

„მინდა საჯაროდ გითხრა ბოდიში, კრის. მე გადავაბიჯე ზღვარს, არ ვიყავი მართალი.  მრცხვენია, ჩემი ქმედებები კი არ გამოხატავდა იმ ადამიანს, რომელიც მინდა ვიყო.” – დაწერა სმიტმა 2022 წელს. 

რაც შეეხება კრის როკს, მას არ დაუფიქსირებია უილ სმიტთან საუბრის სურვილი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მომავალში ოსკარის წამყვანის ამპლუის როლში დაბრუნებას კომიკოსი არ გამორიცხავს. 

„არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ დედამიწაზე ყველაზე უბედური ადამიანები ისინი არიან, ვისაც პატიება არ შეუძლია, მე ამას მხოლოდ სხვების გასაგონად არ ვამბობ, ზოგჯერ საკუთარ თავსაც უნდა აპატიო.” –  განაცხადა კრის როკმა მარტის დასაწყისში. 

უილ სმიტი მუსიკალურ კარიერაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით – Based On a True Story-ით ბრუნდება.

ალბომი ოფიციალურად 28 მარტს გამოვა. ზაფხულში კი სმიტი ევროპასა და ბრიტანეთში საკონცერტო ტურნეს დაწყებას გეგმავს.

“საკუთარ თავში ისეთი რამ აღმოვაჩინე, რასაც შეიძლება, ხელოვნების და ტკივილის გააზრების წყარო ეწოდოს, ეს რაღაც არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე გამომიცდია, მისი არსებობა აქამდე არც მიგრძნია, ოსკარების შემდეგ ეს სულიერი ძიება გაგრძელდა, ჩემში სრულიად სხვა სამყარომ გაიღვიძა. აღმოვაჩინე ახალი რამ, რაზეც თუნდაც სამი წლის წინ წარმოდგენაც არ მქონდა. სიზმრები, ხილვები – ეს ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილებია. ეს ყველაფერი კი ძლიერი სურვილის საწინდარი იყო, რათა

გამეზიარებინა ხალხისთვის ის, რასაც მე ვხედავდი და განვიცდიდი. სწორედ ეს სურვილი გახდა ჩემი მუსიკის მთავარი საყრდენი.” –  განუცხადა სმიტმა Billboard-ს იანვარში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

DEENA ახალ სიმღერას აანონსებს 

შემდეგი სტატია

ლინდსი ბაკინგემი მიკ ფლიტვუდს სტუდიაში უერთდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი