დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაცია IMPALA პროგრამის “100 Artists to Watch” 2025 წლის სიას აქვეყნებს, რომელშიც სამი ქართული მუსიკალური პროექტი შედის. Bani, Mechanical Rainbow და Tape Visitors ის ჯგუფებია, რომლებიც ევროპის მასშტაბით შერჩეულ 100 არტისტს შორის მოხვდნენ. პროექტი 2022 წელს „იუთუბთან” პარტნიორობით შეიქმნა და ის ყოველწლიურად 31 ქვეყნის გამორჩეულ მუსიკოსებს წარადგენს, რითაც მსმენელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს ახალ შემსრულებლებს და აღმოაჩინოს დამოუკიდებელი ლეიბლები. პროექტში ქართველი არტისტების ნომინირებას GMI Rights Management ახდენს.
IMPALA (Independent Music Companies Association) 2000 წელს დაფუძნებული ევროპული ასოციაციაა, რომელიც 6000-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია დამოუკიდებელი მუსიკალური სექტორის განვითარება, არტისტების მხარდაჭერა და მუსიკალური მრავალფეროვნების წახალისება.