კენდრიკ ლამარის Halftime Show-მ 125 ოფიციალური საჩივარი მიიღო

საჩივრებში მაყურებლის ნაწილი ლამარის ტექსტებს, ქორეოგრაფიასა და სტუმრების გამოჩენას აკრიტიკებს.
კენდრიკ ლამარი Super Bowl Halftime Show-ზე
Emilee Chinn/Getty Images

მართალია, კენდრიკ ლამარის ისტორიულმა Super Bowl Halftime Show-მ რეკორდები მოხსნა, თუმცა, როგორც ჩანს, მან მაყურებლის ნაწილის გაბრაზებაც გამოიწვია.

გრემის მფლობელი რეპერის გამოსვლის წინააღმდეგ ფედერალური კომუნიკაციების კომისიაში 125 საჩივარი შევიდა. საჩივრებში მაყურებლის ნაწილი ლამარის ტექსტებს, ქორეოგრაფიასა და სტუმრების გამოჩენას აკრიტიკებს და შოუს არაერთ ბრალდებას უყენებს, დაწყებული „პროვოკაციული ცეკვიდან”, დასრულებული „რასიზმითა” და „კრიმინალურ დაჯგუფებასთან ასოცირებით”.

9 თებერვლის გამოსვლა, რომლითაც ლამარი Halftime Show-ს პირველი რეპერი ჰედლაინერი გახდა, მოიცავდა რეპერტუარს მისი ცნობილი დისკოგრაფიიდან და ასევე ბოლო ალბომიდან GNX. მათ შორის იყო დრეიკის მისამართით შექმნილი მუსიკალური თავდასხმა Not Like Us.

ერთ-ერთი მაყურებელი წერს, რომ მის შვილებს „არ უნდა ენახათ და მოესმინათ გაჟღერებული ლექსიკა და ჟესტები”. მეორე კი აღნიშნავს: „უკვე დამღლელია, რომ ბავშვების ოთახიდან გაშვება გვიწევს, შესაძლო ვულგარულობისა შეუფერებელი ენის/ჟესტების გამო, იმ შოუს დროს, რომელიც წესით ოჯახური ღონისძიება უნდა იყოს.”

სხვა საჩივრები ასევე აკრიტიკებს შოუს რასიზმის კომპონენტებს. ერთ-ერთი მომჩივანი წერს: „მთელი შოუს განმავლობაში ერთი თეთრკანიანი ადამიანიც კი არ გამოჩენილა. პირიქით რომ ყოფილიყო, სულ სხვა ამბავი მოჰყვებოდა… ეს უპატივცემულობაა, რომელიც ყოველწლიურად უარესდება.”

ერთ-ერთი საჩივარი კი სერენა უილიამსსაც ეხება, რომლის შესრულებული  ე.წ. Crip-walk-ის მოძრაობა „კრიმინალურ დაჯგუფებასთან ასოცირებადაა” მოხსენიებული. 

თუმცა, საჩივრებისა და კრიტიკის მიუხედავად, კენდრიკ ლამარის Halftime Show ამ დრომდე ყველაზე ყურებადი შოუა Super Bowl-ის ისტორიაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ, 2025 წლის Billboard Women in Music-ის შემსრულებულთა, წამყვანთა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია

შემდეგი სტატია

Gorillaz ადასტურებს, რომ ჯგუფის ახალი ალბომი წელს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი