უილ სმითის თქმით, Men in Black-ს უბრუნდება 

მსახიობი ფრენჩაიზის ახალ ფილმში შესაძლოა 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდეს.
უილ სმითი გრემის 67-ე დაჯილდოების ცერემონიაზე.
Gilbert Flores

უილ სმითმა პოდკასტში, სახელწოდებით Million Dollaz Worth of Game წამყვანებთან საუბრისას განიხილა, თუ როგორ არჩევს, რომელ პროექტებში მიიღებს მონაწილეობას. სმითმა აღნიშნა, რომ სურს, უარი თქვას სიქველებში მონაწილეობაზე, მაგრამ ზოგჯერ ფინანსური წინადადებები იმდენად მიმზიდველია, რომ უარის თქმა რთულია. სწორედ ასე გაამხილა, რომ Men in Black ფრენჩაიზს უბრუნდება.  

„ჩემს თავს ვუთხარი, რომ სიქველები ამოვწურე. ვფიქრობდი – საკმარისად მივიღე მათში მონაწილეობა, ახალი პროექტები მაქვს გასაკეთებელი და ზუსტად დღეს დილით, სანამ აქ ჩამოვიდოდი, ერთი საათით ადრე, Men in Black-ის ახალი ფილმის შემოთავაზება მივიღე. ვიფიქრე: არადა, ამ ზაფხულს ტურში მოვემგზავრები…“

მასპინძლებმა იხუმრეს, რომ ფანებს მოუწევთ, სმითის ცოცხალი შესრულების ნაცვლად მისი ძველი ჰიტებით დაკმაყოფილდნენ, რაზეც მსახიობმა აღნიშნა, რომ Men in Black 5-ის გადაღებებს ტურის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.  

უილ სმითმა ცოტა ხნის წინ  ევროპული ტური დააანონსა, რომელიც 25 ივნისს მაროკოს დედაქალაქ რაბატში დაიწყება და 2 სექტემბერს პარიზში დასრულდება. ტურნე 26 კონცერტს აერთიანებს. 

მოუსმინეთ Million Dollaz Worth of Game-ის ეპიზოდს, რომელშიც უილ სმითი Men in Black-ის ახალ ფილმში მონაწილეობაზე საუბრობს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ერიკა ბადუ ქალებს ხოტბას ასხამს და ამტკიცებს, თუ რატომ არის საკულტო პერსონა

შემდეგი სტატია

Billboard Women in Music 2025-ზე წლის ჯგუფი aespa გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი