Country Music Hall of Fame and Museum მაისში დოლი პარტონის გამოფენას გახსნის

გამოფენა პარტონის ხანგრძილივი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს წარმოაჩენს.
დოლი პარტონი. 1978 წელი, ლოს-ანჯელესი.
Harry Langdon/Getty Images

დოლი პარტონის შემოქმედებით კარიერას Country Music Hall of Fame and Museum-ის გამოფენა მიეძღვნება. Dolly Parton: Journey of a Seeker – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 20 მაისს გაიხსნება  და 2026 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.

პარტონი უკვე არის Country Music Hall of Fame-ის, Rock and Roll Hall of Fame-ის, Songwriters Hall of Fame-ისა და Nashville Songwriters Hall of Fame-ის წევრი. მას მრავალწლიანი შთამბეჭდავი კარიერა აქვს, როგორც მომღერალს, სიმღერების ავტორს, მსახიობს, მწერალს, ანტრეპრენერს და ფილანთროპს.

„Country Music Hall of Fame-ში გაწევრიანება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი

იყო. ახლა მაქვს შესაძლებლობა, ჩემი პერსონალური გამოფენა წარვუდგინო იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც აქამდე მომიყვანეს. ჩემთვის ეს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია,“ – ამბობს პარტონი. 

„დოლი პარტონი აგრძელებს ჩვენს გაოცებას თავისი უსაზღვრო ტალანტით, ინტელექტითა და დიდსულოვნებით. სხვა დიდი ხელოვანების მსგავსად, პარტონმაც დაგვანახა, როგორ შეიძლება აქციო სირთულეები და დაბრკოლებები ხელოვნებად,” – აღნიშნა Country Music Hall of Fame-ის მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა კაილ იანგმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კოსტიუმები, ჯილდოები, ინსტრუმენტები, ფოტოსურათები, ხელნაწერი ტექსტები და ექსკლუზიური ინტერვიუები პარტონის კარიერის სხვადასხვა პერიოდიდან. 1978 წელს ის დასახელდა წლის არტისტად Country Music Association-ის მიერ, ხოლო Country Music Hall of Fame-ში 1999 წელს გაწევრიანდა. 

გამოფენა წარმოაჩენს პარტონის კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს, მათ შორის მისი ჰიტის, Jolene-ის ხელნაწერ ტექსტს და Sony-ს ხმის ჩამწერ აუდიო მაგნიტოფონს, რომელსაც დოლი პარტონი  იყენებდა ისეთი სიმღერების წერისას, როგორიცაა I Will Always Love You, Jolene და The Seeker. 

ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მუსიკოსის 2006 წლის Kennedy Center Honors-ის მედალიონი და კოვბოის კოსტიუმი, რომელიც პარტონმა მოირგო 1980 წლის ფილმში – 9 to 5. გამოფენაზე იქნება Lucy Adams-ის მიერ შექმნილი კაბა, რომელიც პარტონს Porter Wagoner Show-ზე გამოსვლისას ეცვა და ასევე, 1974 წლის ალბომის, Porter ‘n’ Dolly-ს ყდა.

რაც მთავარია, Dolly Parton: Journey of a Seeker აჩვენებს პარტონის შეუდრეკელ სულს და უნიკალურ შემოქმედებით თუ

ბიზნეს ხედვას. მაგალითად, 13 წლის ასაკში, როცა Grand Ole Opry-ზე გამოსვლაზე ასაკის გამო უარი უთხრეს, პარტონმა და მისმა ბიძამ, ბილ ოუენსმა ჯიმი სი ნიუმენი დაარწმუნეს, რომ თავისი გამოსვლის დრო პარტონისთვის დაეთმო. 

გამოფენა ასევე გამოკვეთს 1ათგზის გრემის ლაურეატის საქველმოქმედო საქმიანობას. მათ შორის აღსანიშნავია, რომ 1995 წელს დაარსებული Dolly Parton’s Imagination Library, რომელიც ბავშვებისათვის წიგნების კითხვით დაინტერესებას ემსახურებოდა. 1998 წელს მან

შექმნა Dollywood Foundation, რომლის მთავარი პროგრამაც სწორედ Imagination Library გახდა. დღეს ეს პროგრამა არამხოლოდ აშშ-ის 50 შტატში, არამედ ავსტრალიაში, კანადაში, ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოშიც მოქმედებს.

გარდა ახალი გამოფენისა, Country Music Hall of Fame და Museum-ში წარმოდგენილი იქნება ილუსტრირებული წიგნი, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ექსპოზიციას. წიგნი მიმოიხილავს პარტონის კარიერის უმთავრეს წარმატებებს და მკითხველს უზიარებს ისტორიებს მისი ოთხი ყველაზე საყვარელი სიმღერის შესახებ: 9 to 5, Coat of Many Colors, I Will Always Love You და Jolene.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტის მტკიცებით, 2016 წელს ფრენკ ოუშენი ცდილობდა, მისთვის ტრამპის მხარდაჭერა გადაეფიქრებინა

შემდეგი სტატია

ელტონ ჯონის შიდსის ფონდი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მისი სერვისების აკრძალვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი